in

Google გამოუყენებელი ანგარიშების წაშლას აპირებს

veon
veon

ჯერ კიდევ 2020-ში Google-მა განაცხადა, რომ კომპანიის უმოქმედო ანგარიშის პოლიტიკას განაახლებდა. იმ დროისათვის ცვლილება მაღალი ხარისხის ფოტოების შეუზღუდავი შენახვის დასრულებას ეხებოდა. ამავდროულად, ორი ან მეტი წლის განმავლობაში გამოუყენებელ ანგარიშებში ძველი ფაილების ავტომატურად წაშლის ფუნქციაც ამოქმედდა.

ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანიის ინიციატივა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება — 2023 წლის ბოლოდან გუგლი წაშლის ყველა ანგარიშს, რომელიც 24-ზე მეტი თვის განმავლობაში არავის გამოუყენებია. პირველ რიგში სისტემა იმ მეილების გაუქმებით დაიწყებს, რომლებიც შეიქმნა და შემდეგ არასდროს გამოუყენებიათ. ამასთან, 9to5Google-ის თანახმად, წაშლილი ანგარიშები ხელახალი რეგისტრაციისთვის არ გახდება ხელმისაწვდომი. გამოდის, ყოველი ასეთი მეილი სამუდამო გაქრობისთვისაა განწირული.

კომპანიის განცხადებით, ინიციატივა ბოტებისა და სპამის შემთხვევების შემცირებას უკავშირდება.

ისტორია, რომელიც შეკვეთებზე დატანილი საჩუქრებით დაიწყო – Wrigley’s

რატომ სჭირდებათ კომპანიებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები?