in

Google-მა კლავიატურაზე ციფერბლატები დააყენა — DIY პროექტი

Gboard Dial Version უახლესი ექსპერიმენტის შედეგია, რომელსაც სათავეში Google Japan უდგას — ინოვაციური კლავიატურაა, რომელიც QWERTY განლაგებას მბრუნავი ციფერბლატებით ანაცვლებს და მომხმარებლებს იმგვარ გამოცდილებას სთავაზობს, როგორსაც ძველი ყურმილიანი ტელეფონების გამოყენებისას იღებდნენ. 

BOG
BOG

ამგვარად, Gboard-ის ციფერბლატის ვერსია საუკუნოვან საკომუნიკაციო ჟესტს თანამედროვე დიზაინის ექსპერიმენტში რთავს. ოღონდ ამჯერად სენსორები მოძრაობას, ელექტრო იმპულსების ნაცვლად, ციფრულ კლავიშებად გარდაქმნის.

თუმცა ეს ნოსტალგიური ნივთი არ იყიდება, არამედ ნებისმიერი DIY მოყვარულისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. მათ შეუძლიათ ვერსია უფრო ნელი აკრეფვისთვის შეიმუშავონ ან ცხრაციფრიანი მასივი აირჩიონ, რომელიც ჩვეულებრივი კლავიატურის ჩარჩოს მიბაძავს. განლაგება, შესაძლოა, ვერტიკალურიც იყოს და მოდულარულადაც გადალაგდეს.

Google Japan-მაც იცის, რომ ამ კლავიატურას სერიოზული მიზნებისთვის არავინ გამოიყენებს, მაგრამ მაინც არ ჩერდება. მსგავს ექსპერიმენტულ მოწყობილობებს Gboard Experiments-ის სერიების ფარგლებში ყოველწლიურად გვთავაზობს…

ნატალია ნებიერიძე – #პირველისამსახური

ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“