Google Japan-მა ცოტა არ იყოს უჩვეულო ტექნოლოგია შეიმუშავა — ის პორტატიული კლავიატურის დილემის გადაჭრას ემსახურება. ეს არის „ქუდი კლავიატურა“, რომელიც მომხმარებლების ყოველდღიური სტილის ნაწილად იქცევა.
Gboard Hat ექსვსღერძიან ინერციულ სენსორს ეფუძნება, რომლებიც კონკრეტული სიმბოლოების აკრეფაში ეხმარება მომხმარებლებს. ამისათვის ინდივიდი ქუდის წინა ნაწილს მარჯვნივ და მარცხნივ ატრიალებს, ხელის შუა ნაწილში დაჭერით კი მათ აკრეფვას ადასტურებს. ამასთანავე, აქსესუარი აღჭურვილია Bluetooth ტექნოლოგიით, იკვებება 3.7-ვატიანი ბატარეით და მისი დამუხტვა შესაძლებელია USB-C ადაპტერით. თანაც მისი მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის შემთხვევაში.
„ვფიქრობთ, ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მაშინ, როცა თმა ცუდ ფორმაში გაქვთ, ვერც დრო გამონახეთ მოსაწესრიგებლად და თან კომპიუტერის გამოყენება გჭირდებათ საწერად. მართალია, ქუდის ტექნოლოგია არც ისე დახვეწილია იმისთვის, რომ მეტავერსშიც გამოიყენონ, მაგრამ საწყის ეტაპზე უკვე წინსვლაა“, — აღნიშნავენ კომპანიაში.
ამავდროულად, გუგლის წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგია იმდენად დახვეწილია, რომ ბეჭდვისას შეცდომებისგან მაქსიმალურად დაცულები იქნებიან მომხმარებლები. მართალია, Gboard ქუდი გაყიდვაში არ ჩაეშვება, მაგრამ კომპანიამ დიზაინის პროგრამული ღია წყაროები GitHub-ზე გააზიარა.