in

Google-მა Gemini 2.5 Deep Think გამოუშვა

თუ გუგლს დავუჯერებთ, მათი ყველაზე განვითარებული AI დასაბუთების მოდელია, რომელსაც ერთდროულად მრავალი იდეის კვლევითა და განხილვით, შემდგომ კი საუკეთესოს ამორჩევით, ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლია. Gemini 2.5 Deep Think პირველად მაისში Google I/O 2025-ზე გაგვაცნეს და იგი გუგლის პირველ საჯაროდ ხელმისაწვდომ მრავალ აგენტის მქონე მოდელს წარმოადგენს. 

ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა მრავალ AI აგენტს იყენებს ერთმანეთის პარალელურად, რათა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გაგვცეს პასუხი. ამ პროცესში ბუნებრივია გაცილებით მეტი გამოთვლითი რესურსი გამოიყენება, ვიდრე ცალკეული აგენტების შემთხვევაში, შედეგად პასუხებიც ბევრად უკეთესია. 

აღსანიშნავია, რომ Google-მა წლევანდელ საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაზე (IMO) ოქროს მედლის მოსაპოვებლად Gemini 2.5 Deep Think-ის ვარიაცია გამოიყენა. ახლა კი ამ ვარიაციას მათემატიკოსებისა და აკადემიკოსების შერჩეულ ჯგუფს სთავაზობს. თუმცა წამებისა და წუთების ნაცვლად, ამ AI მოდელს საათები სჭირდება მსჯელობისთვის. მიუხედავად ამისა, იმედოვნებენ, რომ შედეგები გაუმჯობესდება.

გუგლის თქმით, Gemini 2.5 Deep Think მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მის შესახებ კონფერენციაზე გაგვიმხილეს. აქ სასწავლო ტექნიკებიც იგულისხმება, რაც მოდელს უკეთესი დასაბუთების შესაძლებლობას სთავაზობს — Deep Think-ს შეუძლია ადამიანებს ისეთი პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს, რომლებიც შემოქმედებითობას, სტრატეგიულ დაგეგმარებასა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესებებს მოითხოვს.

მეტიც, Humanity’s Last Exam (HLE)-ზე, ტესტის, რომელიც ზომავს ხელოვნური ინტელექტის უნარს, უპასუხოს ათასობით კითხვას მათემატიკაში, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 34.8% ქულა მიიღო, რითაც xAI-ის Grok 4-სა (25.4%) და OpenAI-ის o3-საც (20.3%) სჯობნის. ამასთან, OpenAI-ის, xAI-ისა და Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე უკეთესი შედეგები აქვს LiveCodeBench 6-ში, რომელიც უკვე კონკურენტული კოდირების ამოცანების რთულ ტესტს წარმოადგენს. 

შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, ახალ მოდელს ტრადიციულ AI მოწყობილობებთან შედარებით, უფრო გრძელი პასუხების გენერირებაც შეუძლია…

მომდევნო კვირებში Gemini 2.5 Deep Think შერჩეული ჯგუფისთვის Gemini API-ის საშუალებით გახდება ხელმისაწვდომი. კომპანია კი იმედოვნებს, რომ შედეგად უკეთ გაიგებს, როგორ გამოიყენებენ დეველოპერები და მეწარმეები ამ მრავალაგენტურ სისტემას. 

„მაქრო ქონსთრაქშენმა“ კორეულ არქიტექტურულ კომპანია HEERIM ARCHITECTS & PLANNERS-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

PANTONE ამერიკული ფოსტის 250 წელს ფერებით გვიყვება