in

Google-მა განახლებული Gemini 2.5 Pro AI მოდელი წარადგინა

Briano.ai
Briano.ai

სულ ახლახან გუგლმა Gemini 2.5 Pro Preview-ის გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც Gemini 2.5 Pro AI მოდელის განახლებული ვერსიაა და, თუ მათ დავუჯერებთ, ყველაზე ხშირად გამოყენებული მოდელიც გახლავთ. Gemini 2.5 Pro Preview ხელმისაწვდომი Gemini API-ის, Google-ის Vertex AI-სა და AI Studio-ს საშუალებით გახდება. ფასი კი ზუსტად იგივეა, რაც Gemini 2.5 Pro-ს შემთხვევაში. საინტერესოა, რომ იგი გუგლის Gemini ჩეტბოტის აპლიკაციაშიც შეგხვდებათ.

მოდელის შესახებ გუგლი ყოველწლიური I/O-ის დეველოპერთა კონფერენციამდე გვაცნობს, საიდანაც ახალი მოდელების, AI ხელსაწყოებისა და პლატფორმების შესახებ ელიან სიახლეებს. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მწვავე კონკურენციაშია ჩაბმული OpenAI-სა და xAI-სთან…

გუგლის თქმით, Gemini 2.5 Pro Preview-ში (I/O edition) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კოდირებისა და ინტერაქციული ვებაპლიკაციების შექმნის საკითხები. ამასთან, მოდელს უკეთ გამოსდის ისეთი ამოცანები, როგორიც, მაგალითად, კოდის რედაქტირებაა, ანუ მისი რაღაც ნაწილის შეცვლა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

ბლოგპოსტში გუგლი აღნიშნავს, რომ Gemini 2.5 Pro Preview (I/O edition) ლიდერობს WebDev Arena Leaderboard-ზე, რომელიც ზომავს მოდელის უნარს, შექმნას ესთეტიკურად სასიამოვნო და ფუნქციური ვებაპლიკაციები. მეტიც, განახლებულ მოდელს ვიდეოს გააზრებაც უკეთ შეუძლია — VideoMME-ში 84.8% აიღო!

დეველოპერებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ Gemini 2.5 Pro-ს, ეს ახალი ვერსია არამარტო გააუმჯობესებს კოდირების შედეგებს, არამედ მათ უკუკავშირსაც უპასუხებს შეცდომების შემცირებით. სტანდარტულად მოდელს კარგი გემოვნება აქვს ესთეტიკური ვების განვითარებისთვის და ამასთან, მართვის სადავეებიც სრულად დეველოპერთა ხელშია, — ვკითხულობთ გუგლის ბლოგში. 

საინტერესოა, რომ გარდა განახლებული Gemini 2.5 Pro AI-ის მოდელისა, I/O-ს დეველოპერთა კონფერენციამდე გუგლმა შემთხვევით ანდროიდის ახალი დიზაინიც გაგვაცნო.

სალარო აპარატებისა და ბანკომატების ინოვატორი მსოფლიოში – NCR Corporation

იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მომხმარებელს ლიბერთი ბანკის ყველა ციფრულ პლატფორმაზე შეუძლია