in

Google-მა Gemini 3 Flash-ის ახალი AI მოდელი გამოუშვა

Lenovo
Lenovo

OpenAI-ის ახალი მოდელისკენ მიმართული ყურადღება გუგლს სურს, ახლა თავად მიიპყროს, ამიტომაც თავისთვის ყველაზე სწრაფ და იაფიან Gemini 3 Flash მოდელს უშვებს, რომელიც ავტომატურად დაყენდება Gemini-ის აპლიკაციასა და AI რეჟიმით ძიებისას. 

აღსანიშნავია, რომ გუგლის ახალი მოდელის შესახებ Gemini 2.5 Flash მოდელის გამოშვებიდან 6 თვეში გავიგეთ. ახლა ამტკიცებენ, რომ აღნიშნული წინამორბედებს ბევრად სჯობნის და არც წამყვან Gemini 3 Pro-სა და GPT 5.2 მოდელებს ჩამოუვარდება. მაგალითისთვის, Humanity-ის Last Exam-ის ტესტში 33.7% აქვს, როცა ეს მაჩვენებელი Gemini 3 Pro-სთვის 37.5%-ია, Gemini 2.5 Flash-ისთვის 11%, ხოლო ახლად გამოშვებული GPT-5.2-ისთვის 34.5%. ხოლო MMMU-Pro-ს მულტიმოდალურობისა და მსჯელობის ტესტში გუგლის ახალმა მოდელმა ყველას აჯობა და 81.2% აჩვენა!

როგორც ამბობენ, ახალი მოდელი მულტიმოდალური კონტენტის ამოცნობით გამოირჩევა, მაგალითისთვის შეგიძლიათ, ვიდეო აუტვირთოთ და შემდგომ რჩევები ჰკითხოთ, სკეტჩი დაუხატოთ და გამოაცნობინოთ, რას ხატავთ ან აუდიოჩანაწერი მიაწოდოთ გასაანალიზებლად თუ ქვიზის დასაგენერირებლად. მოდელი ახლა უკეთ იაზრებს თქვენი მოთხოვნების მიზანს და მეტი ვიზუალური პასუხის გენერირება შეუძლია ისეთი ელემენტებით, როგორებიცაა ფოტოები თუ ცხრილები.

ახალი მოდელის გამოყენებას აპლიკაციების პროტოტიპების შესაქმნელადაც შეძლებთ… 

Google-ის თქმით, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა JetBrains, Figma, Cursor, Harvey, და Latitude უკვე იყენებს ახალ Gemini 3 Flash მოდელს, რომელიც Vertex AI-სა და Gemini Enterprise-ის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი. ხოლო დეველოპერებს წვდომა API-ისა და Antigravity-ის გამოყენებით შეუძლიათ, მიიღონ. მით უმეტეს, რომ შედეგები შესანიშნავია:

როგორ აჯამებს 2025 წლის ტენდენციებს კრეატიული ინდუსტრია

GIPA აბიტურიენტებისათვის ვიზუალური კომუნიკაციის პრე-საბაკალავრო პროგრამას იწყებს