in

Google-მა Gemini 3 გამოუშვა!

Lenovo
Lenovo

გუგლის უახლესი და ყველაზე განვითარებული მოდელია, რომელიც უკვე Gemini-ის აპლიკაციასა და AI ძიების ინტერფეისშია ხელმისაწვდომი. Gemini 2.5-ის გამოშვებიდან ზუსტად 8 თვეში შემოგვთავაზეს და ყველაზე მოწინავე LLM-დ გაგვაცნეს. 

უფრო კვლევაზე ორიენტირებულ მოდელს კი Gemini 3 Deepthink-ის სახელით გვაცნობენ, რომელიც მომდევნო კვირებში, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ყველა ტესტირებას გაივლის, Google AI Ultra-ს გამომწერებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

Gemini 3 უდიდესი ნახტომია დასაბუთების მხრივ, იმ დონის სიღრმისეულ და დეტალურ პასუხებს გთავაზობთ, რომელიც აქამდე არ გინახავთ.

ამაზე მოწმობს დამოუკიდებელი ტესტებიც — Humanity-ის Last Exam-ის ტესტში მოდელმა უმაღლესი 37.4 ქულა აჩვენა,რაც ზოგად მსჯელობასა და გამოცდილებაზე ამახვილებდა ყურადღებას. მანამდე კი ყველაზე მაღალი ქულა GPT-5 Pro-ს ჰქონდა (31.64). Gemini 3 LMArena-ს ლიდერიც გახდა, რომელიც უკვე მომხმარებელთა კმაყოფილებას ზომავს. 

გუგლის მონაცემებით, Gemini-ის აპლიკაციას ამ ეტაპზე 650 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო 13 მილიონი დეველოპერი მას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მიმართავს. 

აღსანიშნავია, რომ საბაზისო მოდელთან ერთად, გუგლმა Gemini-ით გაძლიერებული კოდირების ინტერფეისიც ჩაუშვა, რომელსაც Google Antigravity ეწოდება — აგენტს შეუძლია იმუშაოს თქვენს რედაქტორთან, თქვენს ტერმინალსა თუ ბრაუზერში, რათა დარწმუნდეს რომ აპლიკაციის საუკეთესო გზით შექმნაში გეხმარებათ.

რაც შეეხება კონკურენციას, საინტერესოა, რომ Gemini 3-ის გამოშვებას წინ უძღოდა GPT 5.1-ისა და Sonnet 4.5-ის ჩაშვება…

რა არის Cloudflare და რა როლს თამაშობს გლობალური ინტერნეტის მუშაობაში?

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით