მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ Google-მა Gemini AI-ის რეკლამირება მსგავსი თემატიკით გადაწყვიტა. აქ მამას გვაცნობს, რომელიც გვიყვება, როგორ უყვარს თავის შვილს სიდნი მაკლაგლინ-ლევრონი, ოლიმპიური ოქროს მფლობელი, რომელსაც სურს, წერილი მისწეროს და ამაში მამაც დაიხმაროს. აი, მამამ კი გადაწყვიტა, ეს ამოცანა Gemini AI-ს დააკისროს:
ასე მიგვანიშნებენ, რომ Gemini AI იდეალურ პარტნიორს წარმოადგენს მათთვის, ვისაც წერა უჭირს ან არ გამოსდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გინდა, საყვარელ სპორტსმენს მისწერო, რამდენად შთამაგონებელია იგი… რა თქმა უნდა, Gemini მამა-შვილს დრაფტს სთავაზობს, რომლის პერსონალიზებას ისინი მარტივად შეძლებენ. თუმცა რეალურად რომ ასე მოხდეს, სიდნის იდენტური წერილების წაკითხვა მოუწევს…
ამიტომ, ამ საკითხს მეტად კრიტიკულად უყურებენ და ამბობენ, რომ თუ გულშემატკივარი ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ წერილს გაგზავნის, ეს არც ემოციური იქნება და არც არავის გააბედნიერებს! თანაც „გულშემატკივრის წერილი შესანიშნავი გზაა ბავშვებისთვის წერის სასწავლებლად. თუ ბავშვებს უბიძგებთ, ამისთვის AI-ს მიმართონ, როგორ შეძლებენ ისინი სწავლას?!“.
მართალია, ასე გუგლს სურდა, Gemini AI-ის შესაძლებლობები ეჩვენებინა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოუვიდა?