in

Google-ის პასუხი Deepseek-ს — Gemini-ს ახალი AI მოდელები დაემატა

M2

OpenAI-ის შემდეგ, Deepseek-ს პასუხი Google-მაც გასცა — შესაბამისად, Gemini-ის აპლიკაციაში უკვე ისეთ დასაბუთების მოდელს ვიხილავთ, რომელიც ფიქრის პროცესს აჩვენებს. Gemini 2.0 Flash Thinking Experimental აპლიკაციის დესკტოპ და მობილურ ვერსიებში გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება, Google კიდევ ერთ 2.0 Flash Thinking-ის მოდელს ხდის მეტად ხელმისაწვდომს მომხმარებლისთვის და Gemini-ის ოჯახის რამდენიმე ახალ წევრსაც გვაცნობს: Gemini 2.0 Pro ჩაუშვა, AI Studio-სა და Vertex AI-ში Gemini 2.0 Flash-ზე მოგვცა წვდომა და უფრო ბიუჯეტურ მოდელად Flash-Lite გაგვაცნო.

ამგვარად, Google ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ყველა მხარეს ფარავს, იქნება ეს დასაბუთების, განვითარებული თუ დაბალფასიანი მოდელები… 

2.0 Flash Thinking მეტოქეობას OpenAI-ის o1 და o3-mini მოდელებს უწევს, რომელთაც კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავება და ამ პროცესში მსჯელობა შეუძლია, გაჩვენოთ. ერთ-ერთი ვერსია YouTube-თან, Google Maps-თან და Google Search-თანაც ინტეგრირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ AI მოდელს აქვს უნარი, ინფორმაციები ვებში ეძებოს, მოგაწოდოთ ლინკები იუთუბიდან და პასუხები Google Maps-ის აპლიკაციიდან იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ საკუთარ მონაცემთა ბაზას დაეყრდნოს.

ტექნიკური განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი Gemini 2.0 Pro-ს ჩაშვებაა — თუ გუგლს დავუჯერებთ, ყველაზე მეტი რამ შეუძლია, კოდირებასაც უმკლავდება და სხვა კომპლექსურ დავალებებსაც. რაც შეეხება Gemini 2.0 Flash-Lite-ს 1 მილიონი ტოკენის კონტექსტური ფანჯარა აქვს და ისეთივე სიჩქარითა თუ ფასით მუშაობს, როგორც მანამდე არსებული 1.5 Flash ვერსია.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

ნახეთ: Super Bowl LVIX-ის 8 საუკეთესო რეკლამა