in

მალე Google კოდირებისთვის უფასო AI ასისტენტს გამოუშვებს

M2

ახალ AI მოდელებზე საუბარი არ გვბეზრდება, ახლა კი Google-ს აქვს ჩვენთვის შესანიშნავი ამბავი — Gemini Code Assist-ის უფასო ვერსიას უშვებს. მარტივად რომ გითხრათ, კოდის წერაში დაგეხმარებათ. დეველოპერებს საშუალებას მისცემს, ჩატის გამოყენებით მათთვის ჩვეულ ენაზე გაესაუბრონ გუგლის AI მოდელს, რომელიც მიიღებს წვდომას და დაარედაქტირებს მათსავე კოდებს. 

GitHub-ის პოპულარული Copilot ხელსაწყოს მსგავსად, Gemini Code Assist-ს შეცდომების შესწორება შეუძლია, კოდის სექციების დასრულებაც და იმ ნაწილების განმარტებაც, რომლის არსებობას აზრი არ აქვს. Gemini 2.0 AI მოდელს ეყრდნობა და ისეთ პოპულარულ კოდირების ხელსაწყოებთანაც ინტეგრირდება, როგორებიცაა VS Code და JetBrains. შესაბამისად, მრავალ პოპულარულ პროგრამირების ენაზე მუშაობს. 

Assist-ის მოდელს 128 000 ე. წ. ტოკენის კონტექსტური ფანჯარა აქვს, რაც მოდელს ერთ მოთხოვნაში უფრო მეტი კოდის მიღების საშუალებას აძლევს. ამგვარად, უფრო რთულ კოდების ბაზებთან გამკლავებაც შეუძლია. 

დაბოლოს, როგორც ვიგებთ, დეველოპერები Gemini Code Assist-ზე უფასოდ წვდომას შემდეგი კვირიდან მიიღებენ. 

„1001 მიზეზი, რატომ იცხოვრო დიდხანს“ – როგორ შეიქმნა „ევექსის“ განახლებული ბრენდი და კამპანია

საქართველოს ბანკის მობილბანკი განახლდა – აპლიკაციას ახალი ფუნქციონალები დაემატა