თუ აქამდე iOS-ის მომხმარებლებს გუგლის აპლიკაციის ან ვების გამოყენება უწევდათ AI სისტემასთან სასაუბროდ, ახლა მათ Gemini-ის აპლიკაციით შეეძლებათ სარგებლობა. თუმცა არ გეგონოთ, რომ მასზე წვდომის მისაღებად დიდი ხანი მოგიწევთ ლოდინი — Google-მა Gemini-ის iOS აპლიკაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახადა!
ახალი Gemini iOS-ის აპლიკაცია 35 ენაზე პასუხობს ტექსტურ მოთხოვნებს. Gemini Live-ის ფუნქცია კი 12 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, რაც მოიცავს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, ჰინდის, პორტუგალიურ, არაბულ, იტალიურ, ინდონეზიურ, იაპონურ, თურქულ და ვიეტნამურ ენებს. და, როგორც გუგლი ამბობს, მალე კიდევ უფრო მეტ ენას დაამატებენ ამ ჩამონათვალს…
მართალია, Gemini-ის სხვა ფუნქციები, როგორებიცაა რეცეპტების კითხვა თუ სწავლაში დახმარება, Google-ის აპლიკაციით უკვე ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლებისთვის, მაგრამ Gemini Live სიახლეს წარმოადგენს iOS აპლიკაციისთვის…
ამასთან, აპლიკაციის მომხმარებლებს სურათების დაგენერირება Google-ის Imagen 3 მოდელით შეუძლიათ. მეტიც, Gemini-ის უკვე ისეთ საკითხებზე დაუსვამენ კითხვას, რომლებიც გუგლის სხვა ექაუნთებს უკავშირდება, იქნება ეს Gmail, Maps, YouTube თუ Calendar.
რაც შეეხება ანდროიდის მომხმარებლებს, Google-მა მათ Gemini-ის აპლიკაცია თებერვალში შესთავაზა. მართალია, თავდაპირველად მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მათ რიცხვს შემდეგ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები დაემატა.