in

Google-მა Gemini-ის გრადიენტული დიზაინის ინსპირაცია Apple-ის Macintosh-იდან მიიღო

გუგლის Gemini კი AI მომავლისთვის შეიქმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიზუალური ენის შთაგონება ტექნოლოგიური სამყაროს საკმაოდ ძველი მომენტიდან აიღო. როგორც თავად აცხადებენ, ინსპირაცია 1984 წლის მოღიმარი მაკინტოში გახლდათ. თუ იმ დროს მეგობრული სიმბოლოები მომხმარებლებს პერსონალური კომპიუტერის სახელით ცნობილი ახალი იდეის გაგებაში ეხმარებოდა, ახლა გუგლი ფიქრობს, რომ AI-იც ამ გზას ადგას — ძლიერი, მაგრამ დამაბნეველია, პრაქტიკული, მაგრამ რთულად შესამჩნევი. დიზაინს კი სწორედ ამის გარკვევა ევალება…

BOG
BOG

ამგვარად, Gemini-ის ინტერფეისი გრადიენტებით, რბილი, მომრგვალებული ფორმებითა და მოძრაობებით გამოირჩევა. თუმცა ეს უბრალო დეკორაცია არ გახლავთ, იმისთვისაა, რომ მომხმარებლებს აჩვენოს, რას აკეთებს მოცემულ მომენტში. შესაბამისად, ფერისა თუ მოძრაობის ცვლილება მოსმენისას, ფიქრისას თუ მეტყველების ტექსტად გარდაქმნისას, ვიზუალურ სიგნალებს წარმოადგენს და აქტივობას ხილულს ხდის.

გრადიენტები ამ სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს — ფოკუსირებული ფერები გამოიყენება მაშინ, როცა ყურადღება კონკრეტულ ქმედებაზეა მიპყრობილი, უფრო ღია გრადიენტები კი მეტად მშვიდი მოქმედებების დროს ჩნდება. 

კომპანია პარალელს სიუზან კარის ადრეულ მაკინტოშის სიმბოლოებთან ავლებს, რომლებმაც უხილავი კომპიუტერული პროცესები ნაცნობ ობიექტებად აქცია, იქნება ეს ნაგვის ურნები, ფუნჯები თუ მოღიმარი სახეები. ასე ადამიანებს მარტივად ასწავლეს პერსონალური კომპიუტერის გამოყენება, ახლა კი იგივე ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშია საჭირო. 

გუგლი ცდილობს, რომ Gemini Macintosh-ის თანამედროვე ვერსიად არ წარმოაჩინოს, მაგრამ აშკარად სწამს, რომ იგივე პრინციპი მუშაობს… უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება Google-ის პროდუქტების უფრო ფართო ვიზუალურ ცვლილებას ესადაგება — გრადიენტებს სულ უფრო ხშირად ვხედავთ ბრენდინგში, განსაკუთრებით AI-ის ირგვლივ — სურთ მომხმარებლების თვალში ხელოვნური ინტელექტი ნაკლებად ჰგავდეს შავ ყუთს, უფრო იმის მსგავსი იყოს, რისი ყურება, გაგება და ნდობა შესაძლებელია.

BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ Davos-ის ეკონომიკურ ფორუმზე Mastercard-ის სესიაში სპიკერის რანგში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა