in

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეს ბანერზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო დროშით ულოცავს. მასზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი, ვიზიტორს 26 მაისთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს.

BOG
BOG

ჩამატებული შენიშვნა: ბანერი ლოკაციაზეა მორგებული და მხოლოდ საქართველოში მყოფებთან ჩანს საძიებო სისტემა საქართველოს დროშით გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ Google-მა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირველად 2015 წელს მიულოცა. ინიციატორი კი, იმ დროს, 22 წლის ნინუცა ნანიტაშვილი – თბილისში Google-ის დე­ვე­ლო­პე­რე­ბის ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ერთ-ერთი მე­ნე­ჯე­რი იყო. ხოლო ბოლო რამდენიმე წელია ამ საკითხზე კონფერენცია Touch-ის ორგანიზატორი – ბექა ქვარცხავა მუშაობს. წლევანდელი მილოცვაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.

26 მაისი – ლოგო და ბრენდის სახელმძღვანელო

ბრიტანული ცენტრის კერძო სკოლაში მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო