თუ ცხოვრებას PlayStation-ის, Xbox-ის ან თუნდაც SNES-ის გარეშე ვერ წარმოიდგენთ, ჯერალდ „ჯერი“ ლოუსონს უნდა უმადლოდეთ… ელექტრონული ინჟინერი არა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი შავკანიანი იყო თანამედროვე სათამაშო ინდუსტრიაში, არამედ ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც მსოფლიოში პირველი სათამაშო სისტემა შექმნა, შესაცვლელი კარტრიჯებით.
ლოუსონი ხუთშაბათს 82 წლის გახდებოდა. ამის აღსანიშნავად კი Google-მა ვიდეო თამაშების სერია შექმნა და კომპანიის მთავარ გვერდზეც სპეციალური doodle გამოჩნდა. ამ ინტერაქციულ დუდლში „ვიდეო თამაშების კარტრიჯების მამის“ როლს მოირგებთ — ეს არის ნარატიული რეტრო არკადული თამაში, სადაც ლოუსონის კარიერის მნიშვნელოვან მომენტებში იმოგზაურებთ.
როგორც კი მოთამაშეები პირველ ეტაპს დაასრულებენ, ეკრანი რედაქტირების ინსტრუმენტად იქცევა, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი 70-იანი წლების სტილის ვიდეო თამაშები შექმნან. სხვა სიტყვებით, ჯერის მსგავსი ინოვაციები განახორციელონ.
„მას უყვარს ის, რასაც აკეთებდა და აკეთებდა იმას, რაც უყვარდა. იმ დროისთვის აფროამერიკელების აშკარა პრობლემების გათვალისწინებით, მისი პროფესიული მიღწევები საკმაოდ აღსანიშნავი იყო“, — აღნიშნავენ ლოუსონის შვილები.
„პლანეტამ იცის შენი ისტორია და ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ!“