22
May
2019

Google-მა აუგმენტური რეალობის სათვალის ახალი ვერსია წარადგინა

22 May 2019

veon
veon


Google-მა აუგმენტური რეალობის სათვალის ახალი ვერსია Google Glass Enterprise Edition 2 წარადგინა, რომელიც კორპორატიული კლიენტებისთვის არის განკუთვნილი. მოდელის ფასი 999 დოლარია. აუგმენტური (გაფართოებული, დამატებითი) რეალობის სათვალე საშუალებას გვაძლევს ციფრულ სამყაროში არსებული ესა თუ ის გამოსახულება ჩვენს გარემოში გადმოვიტანოთ (დავაინტეგრიროთ).

Google Glass Enterprise Edition 2-ს აქვს ახალი პროცესორი Qualcomm Snapdragon XR1, რომელიც დამატებითი ან ვირტუალური რეალობის მოწყობილობებზე მუშაობს, ასევე, 8 მეგაპიქსელიანი კამერა, 3-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 32-გიგაბაიტიანი მყარი მეხსიერება. მოწყობილობა საოპერაციო სისტემა Android Oreo-ს ბაზაზე მუშაობს. სათვალეს ასევე აქვს USB-C პორტი სწრაფი დამუხტვისთვის და მისი ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 8 საათია. ეს Google Glass-ის პირველი განახლებაა 2017 წლის შემდეგ, მაშინ კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის პირველი ვერსია გამოვიდა.

 

განხილვა