ალბათ ყველას გსმენიათ Google-ის სათვალის შესახებ. ეს პროდუქტი ახალი ერის დასაწყისი უნდა გახდეს, მოახდინოს რევოლუცია თანამედროვე ტექნოლოგიებში და არამარტო ტექნოლოგიებში, ვარაუდობენ რომ Google-ს სათვალე მრავალ სოციალური ტრენდსაც სიღრმისეულად შეცვლის.
Google Glass რამოდენიმე წლის წინ საიდუმლო პროექტი იყო, მისი დეტალები არ ხმაურდებოდა და არავინ იცოდა რას ამზადებდნენ გუგლის მეცნიერ-გენიოსები თავიანთ საუდუმლო ლაბორატორია Google X-ში, თუმცა დღეს უკვე Google Glass ღია პროექტია და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი ფართო გაყიდვაში არაა, ის დეველოპერებისა და პროგრამისტებისთვის ხელმისაწვდომია.
http://www.youtube.com/watch?v=JSnB06um5r4
,,ჯეოსელმა“ მოახერხა და Google Glass ქართველი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ვინც არ იცით, გასულ წელს „ჯეოსელმა“ გახსნა ახალი, თანამედროვე ტიპის მომსახურების ოფისები, სადაც იგეგმება ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა თუ პრეზენტაციების გამართვა. ყველა ოფისში გამოყოფილია შემეცნებითი კუთხე, სადაც მუდმივად მოხდება მომხმარებლებისთვის მსოფლიოში არსებული ახალი ტექნოლოგიური ტრენდების გაცნობა.
ასე და ამგვარად „ჯეოსელმა“ გადაწყვიტა მოეცა საშუალება გავცნობოდით Google Glass-ს, რომლის პრეზენტაციაზეც გასულ კვირას აღმოვჩნდით.
ერთი შეხედვით პატარა, მარტივ მოწყობილობას, რომელიც შეიძლება ვერც გაარჩიო ჩვეულებრივი სათვალისგან, შეუძლია ისეთი ხმოვანი ბრძანებების შესრულება როგორიცაა ზარის განხორციელება, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, სურათისა და ვიდეოს გადაღება, სოციალურ ქსელებში ატვირთვა და გაზიარება, მგზავრობისას მიმართულების ჩვენება და ა.შ.
მართალია Google Glass პირველივე შეხებისას აღფრთოვანებას იწვევს და თავის თავბრუდამხვევ, მომავლის სამყაროში გითრევს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ დასახვეწია და განსავითარებელი.
ალბათ ამიტომაც არ არის ჯერ გაყიდვაში, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ გუგლი მას სრულყოფილებამდე დახვეწს, ხოლო მსოფლიოს პროგრამისტები კი არაერთ საინტერესო აპლიკაციას შექმნიან სპეციალურად ამ სათვალისთვის და შედეგად, უკვე ძალიან მალე მივიღებთ მართლაც რომ მომავლის პროდუქტს.
მანამდე კი ვინც დაინტერესებულია ამ და სხვა ინოვაციებით, კომპანია „ჯეოსელი“ მათ აძლევს შანსს თავიანთ თავზე გამოსცადონ Google Glass, ამისათვის საჭიროა უბრალოდ დააფიქსიროთ თქვენი სურვილი წერილობითი სახით მეილზე: [email protected]