in

სპეციალურად დედის დღისათვის გადაღებული ემოციური რეკლამა Google Glass-ით

პირველი რეკლამა, რომელიც Google Glass-ით გადაიღეს რეჟისორ Aneesh Chaganty-ის ეკუთვნის. რეკლამა სპეციალურად დედების დღისთვის შეიქმნა.

სიუჟეტიც თემის შესაბამისად შვილზეა, რომელიც ამერიკიდან ინდოეთში, დედასთან მიემგზავრება. სახლამდე მოგზაურობა სუბიექტური კამერით გადაიღეს, რომლის ფუნქციაც სრულიად Google Glass-ს დაეკისრა.

ნახეთ, შესაძლოა თქვენ პირველად უყურებთ იმას, რაც რეკლამის გადაღების სტრუქტურას შეცვლის. გაიხსენეთ ანალოგიური შემთხვევა GOpro-ს კამერებზე. მათი გამოყენებაც რეკლამაში ექსპერიმენტის სახით დაიწყეს ახლა კი (ხშირ შემთხვევაში) მათი გამოყენება რეკლამის გადაღების დროს საჭირო ხდება

ბექჰემი, ბაჯო და კოლინა – „ელიტ ელექტრონიკსის“ მუნდიალის კამპანიაში

“გემო, რომელსაც ჩვენ ვაცხობთ” – სახაჭაპურე N1