in

Google Gmail-ის საძიებო ფუნქციას აუმჯობესებს

M2

Gmail-ის მომხმარებელთა უმეტესობას ერთხელ მაინც გამოუყენებია საძიებო ზოლი, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგები ხშირად ძალიან ზოგადია და სასურველ ინფორმაციას არ გვაძლევს. ამის საპასუხოდ, Google Gmail-ის საძიებო ფუნქციას ცვლის, რათა ყურადღებით დააკვირდეს მომხმარებელთა ჩვევებს და სწორი პასუხი გასცეს ყველა აქტუალურ კითხვას.

ახალი რეჟიმი ე. წ. კლინიკური მეთოდის ნაცვლად უნდა იქნას დაყენებული, რომელიც ამჟამად გამოიყენება. ახალი სისტემა კი თქვენს შეკითხვებს და იმ ელემენტებს შეისწავლის, რომლებზეც დააწკაპუნეთ, უფრო კონტექსტური და შესაბამისი შედეგების მისაღებად. ამასთან, ფუნქცია, საკვანძო სიტყვების შეყვანისას, შემოგთავაზებთ ტერმინებს, რომლებიც შეტყობინებებიდან, კონტაქტებიდან ან ლეიბლებიდან გროვდება.

თუმცა ეს ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვებსა და აპლიკაციებში გაააქტიურებთ. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ცუდი ამბავი იყოს, რადგან Google-ს ადრეც დაუსვეს კითხვები მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მომხმარებლის მონაცემების გამოყენების შესახებ…

ფეიბოქსი SMS ქვითარს ამატებს

როგორ იქცა Vogue მაღალი მოდის ბიბლიად – გზა ჟურნალის წარმატებამდე