in ,

Google-მა ჰელოუინ 2026-ის საძიებო ტრენდები გამოავლინა

Google-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში “Frightgeist”, რომელიც აჩვენებს, როგორი კოსტიუმებით, ტკბილეულით, საშიში რეცეპტებითა და საშინელებათა ფილმებით ინტერესდებიან ამერიკელები ჰელოუინის წინ. წელს ყველაზე პოპულარულ იდეებს შორისაა: გამოგონილი პერსონაჟები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურით შთაგონებული კოსტიუმები და რბილი, ანტისტრესსათამაშოც კი.

BOG
BOG

Google-ის მონაცემებით, 2026 წლის ჰელოუინის კოსტიუმების ტრენდულ სიაში “Buddy the Unicorn” ლიდერობს. მეორე ადგილზეა NeeDoh პოპულარული, რბილი სენსორული სათამაშო, რომელიც სტრესის შემცირებასთან ასოცირდება. მესამე ადგილს იკავებს ნიკი ფილმიდან “Obsession”, სრული სია კი ასე გამოიყურება:

ჰელოუინის ყველაზე პოპულარული კოსტიუმები აშშ-ში

  1. Buddy the Unicorn
  2. NeeDoh
  3. Obsession
  4. აგამემნონი The Odyssey-დან
  5. Poppy Playtime
  6. Oliver Tree
  7. ვერიტი Minecraft-დან
  8. კარლი Dungeon Crawler Carl-დან
  9. დისკოს სტილის სკუბი-დუ
  10. ჰეიზელ ჰუკი Descendants-დან

მათთვის, ვინც ჰელოუინისთვის წყვილის კოსტიუმს ეძებს, Google-მა ცალკე რეიტინგიც გამოაქვეყნა. სიას დისკოს სტილში გამოწყობილი სკუბი-დუ და შაგი ლიდერობენ, მეორე ადგილზე კი X-ადამიანების სამყაროს პერსონაჟები ციკლოპი და ჟან გრეი არიან. მესამე ადგილს ნიკი და ბერი იკავებენ ფილმიდან “Obsession”.

საშიში სასმელები და ჰელოუინის კერძები

ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია თემატური საკვები და სასმელებიც. Google-ის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ინტერესი სასმლის მიმართ, რომელსაც Witches Brew Punch ეწოდება – ეს არის „ჯადოსნური” ნაზავით შთაგონებული სადღესასწაულო პუნში.

ყურადღებას იქცევს საკვებ პროდუქტებში გამოსაყენებელი ბრჭყვიალებიც, რომლებსაც ადამიანები სადღესასწაულო სასმელების გასაფორმებლად ეძებენ.

ჰელოუინის განწყობა სამზარეულოს აღჭურვილობაზეც აისახება. „ქვაბის ფორმის ნელი მომზადების აპარატის“ შესახებ ძიებებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ფრაზა „როგორ გავაკეთოთ ბუშტუკებიანი ჯადოქრის ქვაბი“ თვის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ საძიებო მოთხოვნად იქცა. მშრალი ყინულიც კვლავ პოპულარულია: მისი შეძენის ადგილებს ადამიანები ყოველ ოქტომბერს აქტიურად ეძებენ, რაც Google-ის მონაცემებით, 2007 წლიდან მეორდება.

მათთვის, ვისაც სტუმრებისთვის არაჩვეულებრივი კერძების შეთავაზება სურთ, საძიებო ტენდენციები არაერთ იდეას აერთიანებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაიზარდა ინტერესი „ფეხის ფორმის ხორცის პურისა“ და მუმიის ფორმის სოსისის რეცეპტების მიმართ. პოპულარულ თემატურ კერძებს შორისაა თვალის ფორმის დესერტი, დარიჩინის რულეტი ნაწლავების ფორმით და ტვინის ფორმის კექსი.

რომელ ტკბილეულს ეძებენ ყველაზე ხშირად?

Google-ის რეიტინგში წელს პირველ ადგილს KitKat იკავებს, მეორე ადგილზე კი Oreo-ს მოჩვენების ფორმის ვერსიაა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ Reese’s-ის ჰელოუინის ტკბილეული, Jelly Belly და Swedish Fish.

აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი გაყიდვების რაოდენობას არ ასახავს. ის აჩვენებს, რომელი ტკბილეულის მიმართ გაიზარდა საძიებო ინტერესი და არა იმას, რომელი პროდუქტი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით.

საშინელებათა ფილმები, რომლებსაც ჰელოუინის პერიოდში ეძებენ

Google-ის ინფორმაციით, 2019 წლიდან ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ნოსტალგიური ჰელოუინის ფილმების მიმართ. წელს კი პირველ ადგილებს გოთიკური ჰორორი და მასკოტებზე დაფუძნებული საშინელებათა ფილმები იკავებს. ეს მიუთითებს, რომ მაყურებლებს კვლავ იზიდავთ როგორც ბნელი, ატმოსფერული ისტორიები, ისე თამაშებისა და სხვა გასართობი სამყაროების პერსონაჟები.

ასეთია Google-ის ძიების შედეგები 2026 წლისთვის. რაღაცები წინა წლებიდან მეორდება, რაღაცები კი სრულიად ახალი გამოცდილება იქნება წლის ყველაზე საშიში დღესასწაულის აღსანიშნავად.

როგორია ცნობისმოყვარეობა, როგორც კონკურენტული უპირატესობა

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის – 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი, 70 000+ ბენეფიციარი