in

Google Hangouts ორ თვეში სრულად გაითიშება

დამშვიდობების დროა… ტექნიკურმა გიგანტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Google Hangouts-ს, თავის ტექსტურ, ვიდეო და ხმოვან ჩათის აპლიკაციას სამუდამოდ გათიშავდა. შესაბამისად, ამიერიდან მომხმარებლები Google Chat-ზე გადაერთვებიან — მყისიერი შეტყობინებების აპლიკაციაზე, რომელიც Slack-ის მსგავსად მუშაობს.

საგულისხმოა, რომ საწყის ეტაპზე Hangouts-ს iMessage-ის კონკურენტადაც კი მოიაზრებდნენ… აპლიკაცია პირველად Google+-ზე გამოჩნდა, კოდური სახელწოდებით “Babel”. მოგვიანებით კი, 2013 წელს, დამოუკიდებლად გაეშვა, როგორც Google Voice ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების გამაერთიანებელი. ბევრის აზრით, ეს საკმაოდ სხარტი და სწრაფი პასუხი იყო ეფლის ახალ ფუნქციაზე. თუმცა მიუხედავად 5 მილიარდი ჩამოტვირთვისა, ეს ამბიციური გეგმა ნელ-ნელა წავიდა დასასრულისკენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ, სავარაუდოდ, მაშინ დაკარგა მომხმარებელთა დიდი ბაზა, როდესაც მათ სთხოვა, All-in-one აპლიკაცია Messenger-ის სასარგებლოდ დაეტოვებინათ. ამავდროულად, გუგლმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა Hangouts ერთ-ერთ ნაგულისხმევ აპლიკაციად არ დააყენა Pixel-ის სმარტფონებზე.

მოკლედ, თუ ჯერ კიდევ Hangouts-ში ხართ, აუცილებლად ჩამოტვირთეთ და შეინახეთ თქვენი მონაცემების ასლი Google Takeout-ის გამოყენებით, რადგან ყველა შეტყობინება და კონტაქტი ავტომატურად არ გადაინაცვლებს Google Chat-ში. უფრო კონკრეტულად კი, მომხმარებლებს ორი თვე აქვთ დარჩენილი ინფორმაციის დასაცავად — ის 2023 წლის 1 იანვარს გაითიშება.

Ralph Lauren-ის ცნობილ ლოგოში ცხენს ლამა ანაცვლებს — ბრენდი Fortnite-ში მოხვდა

მეამას სათავო ოფისი კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსის ოქროს ჯილდოს მფლობელია