in

3 გზა, რომლითაც Google AI-ს ჯანდაცვის სფეროში იყენებს

ინფორმაციის დროულად მიწოდება ჯანმრთელობის მდგომარეობას მარტივად მართვადს ხდის და ამის გუგლშიც სწამთ… სწორედ ამიტომ, Google Health-ის The Check Up-ის ღონისძიებაც ამ საკითხს დაეთმო, გვაჩვენეს 3 გზა, რომლითაც AI ჯანდაცვის სფეროს დაეხმარება. ახლა კი მოდით, თითოეული განვიხილოთ:

ვიზუალური ინფორმაციები

ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის აღწერა მხოლოდ სიტყვებით საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი კანის დაავადებებისას… ამიტომ, გასულ წელს Google Lens-ის გამოყენება გახდა შესაძლებელი — გუგლის აპლიკაციიდან თქვენს კანს ფოტო უნდა გადაუღოთ, ასე კი ინტერნეტში არსებულ მსგავს გამოსახულებებს იპოვით.

თანაც ვიზუალების, ვიდეოებისა და ტექსტების საშუალებით იღებთ პასუხებს, რითაც კონკრეტულ მდგომარეობებზე ინფორმაციები მეტად მარტივად გასაგები ხდება. ხოლო ინტერნეტში არსებულ სანდო წყაროებიდან მიღებულ პასუხებს დიაგრამები და სურათებიც ემატება, რაც კვლავ აადვილებს სიმპტომების გაგებას. დღეს ეს ფუნქცია 150-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

კონტენტის ხელმისაწვდომობა Youtube-ზე

აქ კრეატორებს Aloud-ის უფასო ხელსაწყო შესთავაზეს, რომელიც ვიდეოების თარგმნის პროცესს ამარტივებს. მაგალითად პირველადი დახმარების ვიდეოს ინგლისურიდან ესპანურად თარგმნის, რითაც სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ინფორმაციას უფრო მეტი ადამიანისთვის ხდის ხელმისაწვდომს. ენობრივი ბარიერების მსხვრევაზეც მუშაობენ, რათა ჯანდაცვის სპეციალისტებს კიდევ უფრო სასარგებლო ინფორმაციები მიაწოდონ. უკვე ანიმაციური სტილის კურსიც გაკეთდა Stanford Medicine Continuing Medical Education YouTube-ის არხზე, რომელიც ესპანურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

სიღრმისეული ინფორმაციები Fitbit-ისგან

Fitbit თქვენს პირად ჯანმრთელობისა თუ ფიტნესმონაცემებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ამჯერად კი გუნდი კიდევ უფრო პერსონალიზებული AI ფუნქციების შექმნაზე მუშაობს, რათა მომხმარებლებს მათზე მორგებული შეთავაზებები მიაწოდონ. როგორც ამბობენ, მალე შესაძლებელი იქნება Fitbit-ში კითხვები თქვენთვის ჩვეული ენით დასვათ და შემდგომ თქვენზე მორგებული ცხრილებიც შექმნათ, რათა მიღებული მონაცემები უკეთ გაიაზროთ…

აღსანიშნავია ისიც, რომ Fitbit და Google Research ჯანდაცვის ექსპერტებთან, ექიმებთან და სერტიფიცირებულ ქოუჩებთან ერთად მუშაობენ, რათა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ახალი მოდელი შექმნან. ხოლო შემდგომში ეს ახალი Personal Health Large Language Model კიდევ უფრო ძლიერ AI ფუნქციებს შემოგვთავაზებს…

Google-ში ჩვენ გვწამს, რომ AI-ს აქვს პოტენციალი, გარდაქმნას ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან, — აცხადებენ კომპანიაში.

ქართული კომპანიები Phubber X Retain პარტნიორობის ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში შევიდნენ

როგორ იყენებენ ადამიანები GenAI-ს სინამდვილეში