in

ასეთი მეზობლობა იციან ავსტრალიაში… – Google-ის კამპანია

ერთწლიანი ლოქდაუნისა და მოგზაურობის შეზღუდვის მიუხედავად, ავსტრალიელები პანდემიისას კიდევ უფრო დაახლოვდნენ. სამეზობლოებმა თუ ბიზნეს-კომუნამ ერთმანეთის დახმარება დაიწყო. საერთო გასაჭირმა საზოგადოებას კოლექტიური მენტალიტეტის ახლებურად ჩამოყალიბებისკენ უბიძგა. ერთმანეთის დახმარებაში მათ Google-ის პროდუქტებმაც შეუწყეს ხელი. ადგილობრივი მცირე ბიზნესების რუკაზე განთავსებით, მომხმარებლები ერთმანეთს შესყიდვებს მნიშვნელოვნად უადვილებდნენ. ეს ამბავი ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც ხნიერი მეზობლისთვის საყიდლებზე ხალისით დადის. ვიდეორგოლზე სააგენტო BBDO, New Zealand-მა იმუშავა.

ნახეთ: LEGO-ს აგურებით შექმნილი ლამბორგინის მანქანა 400 000 დეტალისგან შედგება

Petcard-ის წყალგამძლე, უჟანგავი ბრელოკი QR კოდით – დაკარგული შინაური ცხოველების საპოვნელად