in

Google იაპონური ანიმაციების პერსონაჟებს დამატებითი რეალობის დახმარებით აცოცხლებს

ამ მხრივ ყველაზე მოთხოვნადია Pac-Man და Hello Kitty

ალბათ, ზოგჯერ ყველას გვჭირდება ჩვენი ყოველდღიურობისგან გაქცევა. ასეთ დროს კი, არაფერია პოპ-კულტურის მსგავს იდეაზე უკეთესი. სწორედ ამ ტიპის კონცეფციას მიმართავს ტექნიკური გიგანტი Google, რომელიც დამატებითი რეალობის მეშვეობით კლასიკური იაპონური ანიმეების, თამაშებისა და სატელევიზიო შოუების პერსონაჟებს აცოცხლებს – Pac-Man-ით დაწყებული, Hello Kitty-ით დამთავრებული. 

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა – რატომ ეს ორი? როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ Pac-Man და Hello Kitty-ია. მათ კი, გლობალური მასშტაბით, ანიმე მოსდევს. 

იაპონური ანიმესა და ვიდეო თამაშების კულტურა 1950-80-იან წლებში გაჩნდა, კომიქსების, აპარატის თამაშებისა და კონსოლების სწრაფი განვითარების ფონზე. თუმცა ეს მხოლოდ იაპონური ფენომენი არ ყოფილა, არამედ ყველა საკულტო პერსონაჟმა სხვადასხვაგვარი სახე მიიღო მსოფლიოს მასშტაბით. 

ახლა კი, შეგიძლიათ, Evangelion, Hello Kitty, Gomora, Gundam, Pac-Man-სა და Ultraman-ის საყვარელი თუ რუტინული მოქმედებები თქვენს თვალწინ იხილოთ. 

როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ფუნქცია?

იმისათვის, რომ ახალი “ჯადოსნური” გამოცდილებით სარგებლობა შეძლოთ, Google-ში მოძებნეთ შესაბამისი პერსონაჟის ფოტო და დააჭირეთ ღილაკს “View in 3D”. ამის შემდეგ კი, AR-ის გამოყენებით, პერსონაჟებს თქვენს სივრცეში გადმოიყვანთ.

Apple-ის ღონისძიება Spring Loaded დღეს გაიმართება – როგორ ვუყუროთ პირდაპირ ეთერს?

„საქართველოს ბანკი“, Segment-თან ერთად, ვებინარს გამართავს