in

Google-მა Imagen 2 გამოუშვა

Google თავისი AI მოდელის Imagen-ის მეორე თაობაზე მუშაობს, რომელსაც სურათების შექმნა და რედაქტირება ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია. თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა მონაცემები გამოიყენა ახალი მოდელის გასაწვრთნელად. არც კრეატორებს აცნობს რაიმე გზას, რომლითაც უნებურად თავიანთი წვლილი შეიძლება, შეიტანონ მონაცემთა ბაზებში ან თუნდაც კომპენსაცია მოითხოვონ… 

თუმცა ის ვიცით, რომ Imagen 2 Google DeepMind-ის ტექნოლოგიების გამოყენებით განავითარეს და, წინა მოდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სურათის ხარისხს შემოგთავაზებთ. კომპანია ახალ ფუნქციებზეც საუბრობს, რაც მოიცავს ტექსტისა და ლოგოების დარენდერების უნარსაც. ეს კი Imagen 2-ს DALL-E 3-ისა და ამაზონის ახლახან ჩაშვებულ Titan Image Generator-ის გვერდით აყენებს. 

Imagen 2-ს შეუძლია, დააგენერიროს ემბლემები, ასოთა ნიშნები და აბსტრაქტული ლოგოები. მას აქვს უნარი, ეს ლოგოები პროდუქტებს, ტანსაცმელებს, ბიზნეს ბარათებსა და სხვა ზედაპირებს დაადოს, — განმარტავს ვიში ტირუმალასეტი, Google-ის გენერაციული მედია პროდუქტების ხელმძღვანელი.

ახალი ტექნოლოგიის წყალობით კი, Imagen 2 უფრო რთულ, გრძელ ტექსტებსაც იგებს და დეტალურ პასუხებს გაწვდით კითხვებზე, რომლებიც სურათების ელემენტებს შეეხება. ასევე, გაუმჯობესებულია Imagen 2-ის ენობრივი შესაძლებლობები. ახალი მოდელი DeepMind-ის მიერ განვითარებულ მიდგომა SynthID-საც ნერგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სურათებზე უხილავი ლოგოების დამატება შეეძლება, მათი დადგენა კი შემდგომში კვლავ Google-ის ხელსაწყოებით იქნება შესაძლებელი, რომლებიც მესამე მხარისთვის არ არის ხელმისაწვდომი. როგორც ამბობენ, ამან ის შიშებიც შეიძლება შეამსუბუქოს, რომლებიც AI დეზინფორმაციებს უკავშირდება…

ფაქტია, გუგლმა ახლა სიჩუმის სტრატეგიას მიმართა, რაც სრულიად განსხვავდება პირველი AI მოდელის გაშვების სტრატეგიისგან — კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ LAION-ის მონაცემთა ბაზის საჯარო ვერსიას იყენებდა, რომელიც პრობლემატური კონტენტითაა ცნობილი, მოიცავს, მაგრამ არ ზღუდავს პირად სამედიცინო სურათებს, სხვების ნამუშევრებსა თუ ცნობილი ადამიანების დამონტაჟებულ პორნოებს… 

ზოგიერთი კომპანია კი, რომელიც AI სურათების გენერატორებზე მუშაობს, მაგალითისთვის Stability AI, კრეატორებს საშუალებას აძლევს, უარი თქვან ამ მონაცემებზე… ხოლო Adobe და Getty Images მათ კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა ყოველთვის კარგი გადამხდელები არ არიან და არც პროცესია გამჭვირვალე… აი, რაც შეეხება Google-ს, ამათგან არცერთ მეთოდს მიმართავს, გარდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და, როგორც ვიგებთ, ეს არც უახლოეს მომავალში შეიცვლება. 

#სადანროგორ გავერთოთ 15-17 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ზარაფხანამ საახალწლო თემატიკის ახალი სუვენირები შექმნა