in

Google-მა Imagen-ის AI გენერატორის ბეტა ვერსია გამოუშვა!

veon
veon

Google საბოლოოდ მზად არის, გაგვიზიაროს ის, რასაც თავის AI Test Kitchen აპლიკაციაში Imagen-ის AI გენერატორის დახმარებით ამზადებდა. დიახ, ამ უკანასკნელის შესახებ კომპანიამ პირველად წლის დასაწყისში გამოაცხადა. კონცეფციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვებგვერდიც კი გამოუშვა, რათა ადამიანებმა მისი ფოტორეალისტური შესაძლებლობები ნახონ. 

თუმცა იმის ნაცვლად, რომ აუზში მოცურავე დათვის ფოტო წარმოიდგინოთ, როგორც ზემოთ მოცემულ სურათზეა, აპლიკაციაში მხოლოდ ორი ფუნქცია იქნება ხელმისაწვდომი. მათზე წვდომისთვის კი მომლოდინეთა სიაში მოხვედრამდე, პატარა ფორმის შევსება მოგიწევთ. ხოლო მას შემდეგ, რაც სისტემაში შეხვალთ, City Dreamer-სა და Wobbler-ს იხილავთ.

City Dreamer მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღწერონ ქალაქი ან მდებარეობა, რათა შემდგომში იგი მოდელმა ააშენოს. ამ დროს კი Wobbler პატარა მონსტრის შექმნის საშუალებას გაძლევთ, რომლის ჩაცმასაც ჩვეულებრივ მოახერხებთ. OpenAI-სა და Stable Diffusion-თან შედარებით, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ არსებობს მიზეზი, რის გამოც Google ახლა მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობებს ავრცელებს… 

სანამ ტექნოლოგია სრული გაშვებისთვის მზად იქნება, კომპანია არსებული ინსტრუმენტების დახვეწის მიზნით, საზოგადოებისგან უკუკავშირის მიღებას ცდილობს. გამოდის, Google თავის AI Test Kitchen აპლიკაციას იყენებს, რათა ნახოს, როგორ განავითაროს ტექნოლოგია და აღმოფხვრას ყველა ის პრობლემა, რაც AI ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. აპლიკაცია კი Google Play-სა და iOS App Stores-ში უკვე ხელმისაწვდომია.

„ნოვა“ 16 წლისაა — აღნიშნე და მიიღე საჩუქრები

#იცხოვრევარდისფრად – კავკასიის მედიცინის ცენტრის კამპანია, რომელიც გეგმური სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება