in

Google-მა ინფორმაციული ცნობიერების კამპანია წამოიწყო

Google-მა ონლაინ წიგნიერების კამპანია წამოიწყო, რომელიც Gen Z-ის აუდიტორიისკენ არის მიმართული, რათა ინფორმაციული ცნობიერების ინსტრუმენტების მზარდი ნაკრების მიმართ ნდობა და ცნობიერება გაზარდოს.

„მოდით, გავაუმჯობესოთ ინტერნეტი“ არის რეკლამა, რომელიც დიდწილად იუმორს და ფერად ვიზუალს ეყრდნობა. ეს კი იმას უსვამს ხაზს, რომ ონლაინ უსაფრთხოება მშრალი და მოსაწყენი არ უნდა იყოს. YouTube-სა და TikTok-ზე განთავსებული ვიდეოები ადამიანებს მოუწოდებს, ონლაინ შეგროვებულ ინფორმაციაზე კრიტიკული უნარები გამოიყენონ. კომპანია საძიებო რჩევებსა და ხრიკებსაც გვთავაზობს იმის შესამოწმებლად, აქვს თუ არა Google-ის მოძიებულ ინფორმაციას რეალური საფუძველი.

ამ გზავნილის უკეთ გასაგებად, TikTok-ის ცნობილი კონტენტის შემქმნელები, მათ შორის ჰენკ გრინი და მეთ ტეილორი, მიიწვის. მათ იმის დემონსტრაცია გააკეთეს, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის უსაფრთხოდ გაზიარება. თითოეული მოკლე და კრეატიული ვიდეორგოლი Google-ის საძიებო ხელსაწყოების სწორ, შესაბამისი შინაარსის გამოყენებას ემსახურება.

გარდა ამისა, Google ინტერაქციულ გაკვეთილებს გვთავაზობს Instagram Stories-ის არხში, რომელიც მომხმარებლებს ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

საგულისხმოა, რომ გუგლის ინიციატივა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინტერნეტ უსაფრთხოების კანონპროექტის განუსაზღვრელ შეფერხებას დაემთხვა, რომელიც ონლაინ აუდიტორიის დაცვას გულისხმობს.

„ზედაზენი” მსოფლიოში ცნობილი ლუდის ბრენდის, MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა!

მე-4 თაობის Skoda Octavia-ს შეფასება