წლების განმავლობაში Google ეფლს მოუწოდებდა, Rich Communication Services (RCS) მიეღო — შეტყობინებების პროტოკოლი, რომელიც ორ ოპერაციულ სისტემას შორის უფსკრულის გადალახვას და უკეთეს დაშიფვრას, უფრო მაღალი გარჩევადობის ფოტოებს გულისხმობს. თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა ამ იდეაზე და გადაწყვიტა, არ გადაეხვია იმ გზისთვის, რომელსაც გუგლი „მოძველებულ შეტყობინებების ტექნოლოგიას“ უწოდებს.
არადა ტექნიკურმა გიგანტმა რამდენიმე სარეკლამო კამპანიაც კი შეიმუშავა, რომელშიც iOS-ის შემქმნელს RCS-ზე გასვლისკენ მოუწოდებს. ახლაც შექმნა #GetTheMessage კამპანია, ამჯერად დამცინავი სტილის რეკლამით, რომელშიც iPager-ია ნაჩვენები — არარსებული მოწყობილობა. თავის მხრივ, ეს სიმბოლურად „ეფლის ჩამორჩენილობას“ უსვამს ხაზს.
„iPager არ არის რეალური, მაგრამ პრობლემები, რომლებსაც ეფლი იწვევს ტრადიციული სმს-ის გამოყენებით, ნამდვილად არსებობს. მოდით, გავაუმჯობესოთ შეტყობინებების გაგზავნის პროცესი და დავეხმაროთ Apple-ს, მოწინავე ტექნოლოგიაზე გადავიდეს“, — აცხადებენ გუგლში.