რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიური კომპანიების ყურადღების ცენტრში გაფართოებული და ვირტუალური რეალობა მოექცა — ამ ტალღამ ბევრი მათგანი აიძულა, სპეციალური სათვალეები შეექმნათ, ფიზიკური და ციფრული სამყაროების შერწყმის მიზნით. თუმცა ბოლო პერიოდში ეს სწრაფვა განელდა, ძირითადი აქცენტი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე გადავიდა.
Google-ის შემთხვევაში, შეჩერდა პროექტი Iris, რომელიც AR და VR სათვალეების წარმოებას გულისხმობდა. ამ უკანასკნელს რეალურ დროში უნდა შესძლებოდა საუბრის თუ ტექსტის თარგმნა. კონცეფცია გასული წლის ღონისძიებაზე წარადგინეს, უშუალოდ მოწყობილობის ტესტირება კი ახლა, ივლისში უნდა დაწყებულიყო…
ახლა კი კომპანია ტექნიკის განვითარებას პროგრამულ უზრუნველყოფაზე ფოკუსირების სანაცვლოდ შორდება. კერძოდ, micro XR პლატფორმის სახით მოგვევლინება, რომელიც სხვადასხვა მწარმოებლის ყურსასმენზე იქნება თავსებადი — შესაბამისად, მომხმარებლებს არა თუ ძვირადღირებული მოწყობილობის ყიდვა დასჭირდებათ, არამედ სპეციალურ, ლიცენზირებულ ვერსიებზე შეძლებენ პროგრამის გამოყენებას.
Mint-ის თანახმად, ამ მიმართულებით, გუგლი Samsung-თან და Qualcomm-თან თანამშრომლობას განიხილავს.