in , ,

Behance Portfolio Review Tbilisi -დან დიზაინერი ნიკა კუმბარით Google დაინტერესდა

პორტფოლიო

nika-kumbariBehance Portfolio Review Tbilisi -ს კიდევ ერთი „ჯილდო“ ნიკა კუმბარს ერგო. კრეატიული სააგენტო „საქიდეამშენის“ გრაფიკულმა დიზაინერმა, შესაძლოა, Google -ში, Android Visual Designer – ის პოზიცია დაიკავოს.

ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ბიჰანსზე ნამუშევრების წარდგენა, საერთაშორისო ექსპერტების აზრის მოსმენა, მათგან რჩევებისა და გარკვეული მიმართულებების მიღება. „რევიუზე“ ვებისა და ბრენდინგის კატეგორიაში, Google -სა და ანდროიდზე შექმნილი ნამუშევრები წარადგინა.

 

http://www.behance.net/Kumbari

„როდესაც  Google -ს დიზაინერმა გუსტავო სონოდამ ნახა , მიაწოდა ინფორმაცია ჩემს შესახებ Google -ის გუნდს. შემდეგ მთხოვეს ჩემი CV , მითხრეს, რომ ერთ-ერთი თანამშრომლისგან, გუსტავო სონოდასგან მივიღე დახასიათება და რომ ეს ჩემს მათთან შესაძლო თანამშრომლობაზე დადებითად იმოქმედებს, დაახლოებით ერთ თვეში ( მას შემდეგ რაც ვიზა იქნება მზად) გავემგზავრები „ჰენგ აუთზე“ – მათ გუნდთან ერთად გავატარებ მთელს დღეს და შემდეგ შეფასებებს მომცემენ. ასევე იქნება ინტერვიუ. შემდეგ გადაწყდება ჩემი საკითხი  საბოლოოდ“-ამბობს დიზაინერი.

შეგახსენებთ, კომპიუტერული პროგრამების მწარმოებლის Adobe -ს კუთვნილი ონლაინ პლატფორმა Behance მსოფლიოს დიზაინერებს, მხატვრებს და არქიტექოტრებს აერთიანებს. ყოველწლიურად, Behance –ის ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივი დიზაინერების პორტფოლიოების „რევიუ“ იმართება. წელს პირველად 30 მაისს ღონისძიება თბილისში ჩატარდა.
გთავაზობთ ნიკა კუმბარის სხვა ნამუშევრებსაც :

http://www.behance.net/Kumbari

ოთო ფერაძე

ინტერვიუ ოთო ფერაძესთან

Spam სისტემა ქართულად