in

როგორია Google-ის წარმატების საიდუმლო?

Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ ახალი პროდუქტის, Bard-ის ნელ განვითარებასა და მაიკროსოფტთან კონკურენციაზე ისაუბრა. ამის პარალელურად კი, კომპანიის ინოვაციების თუ წარმატების მიმართ დამოკიდებულებასაც შეეხო.

პირველ რიგში, როგორც პიჩაიმ აღნიშნა, თითქმის ყველა სფეროში, სადაც გუგლი ოპერირებს, ის პირველი მოთამაშე არ ყოფილა. სხვა კომპანიები, როგორებიცაა Yahoo, Altavista და MapQuest, პიონერები იყვნენ საძიებო სისტემების განვითარების კუთხით. სანაცვლოდ, ტექნიკური გიგანტის წარმატება დაფუძნებულია მის უნარზე, გააუმჯობესოს ის, რაც უკვე არსებობს. „თუ ამას კარგად გავაკეთებთ, წარმატება დაუყოვნებლივ მოდის“, — ამბობს სუნდარი.

ამგვარი მიდგომის ფონზე, გუგლის ლიდერები ნაკლებად ღელავენ Bard-ის ნელ განვითარებასა და მოწინავე სისტემებთან დაბალ კონკურენციაზე. როგორც ჩანს, „პირველი მოთამაშის“ სტატუსი არც ისე მნიშვნელოვანია — კონკურენტული უპირატესობა სხვა ფორმებში გამოიხატება.

Google-ის მიდგომა ინოვაციებისადმი

მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი საძიებო სისტემა არ ყოფილა, გუგლის ალგორითმი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენდა უკვე არსებულ სისტემებთან მიმართებით. სწორედ ამან გამოიწვია ამ უკანასკნელის პოპულარობის ზრდა. ანალოგიურად, Google-ის სატელიტური სურათებისა და ქუჩის ხედების რუკებში ინტეგრაცია სრულიად ახალი სიტყვა იყო ამ მიმართულებით — ასე იქცა ნავიგაციისა და მდებარეობაზე დაფუძნებული ინფორმაციის მოწინავე რესურსად.

მთლიანობაში, პიჩაის კომენტარები ცხადყოფს, რომ გუგლის წარმატება ხარისხზე, მომხმარებლის გამოცდილებისა და მუდმივ გაუმჯობესებაზეა დაფუძნებული.

მისია, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი

„არაფერს ვიწყებთ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი მზადაა“. ეს აქცენტი ხარისხსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე, Google-ის მიდგომის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის მისიაა, მსოფლიოს ინფორმაციის ორგანიზებაში, მის საყოველთაოდ ხელმისაწვდომობაში და სასარგებლოობაში დაეხმაროს. ყველაფერი, რასაც ტექნიკური გიგანტი აკეთებს, სწორედ აღნიშნულ მისიას ეფუძნება. ამავდროულად, მომხმარებლებისთვის ღირებულებების განსაზღვრა თუ მათი უზრუნველყოფა პოზიციონირების დონეს აუმჯობესებს.

„ჩვენი კომპანია კონკურენტულ უპირატესობას იმით კი არ ინარჩუნებს, რომ ყველაზე სწრაფად მოქმედებს, არამედ იმით, რომ მუდმივად ახსოვს არსებობის მიზანი თუ მიზეზი“. ინოვაცია და პროდუქტის განვითარება მათ არსებობაშია ჩადებული. კომპანიის ოპერაციული მოდელებით დაწყებული, ხალხის სტრატეგიით დასრულებული, ყველაფერი გამომგონებლობის, ცნობისმოყვარეობისა და კრეატიულობის შაბლონებს მიჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიები შესაძლოა პირველები იყვნენ ახალი ტექნოლოგიების ან პროდუქტების ბაზარზე, Google-ის ფოკუსირებამ ინოვაციებსა და არსებულ გადაწყვეტილებებზე, ლიდერის პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.

OpenAI ჰუმანოიდ რობოტზე მუშაობს — განსხეულებული ChatGPT

აღმოაჩინე საუკეთესო სააღდგომო შეთავაზებები ვოლტ მარკეტში!