in

Google ჟურნალისტური AI-ის განვითარებაზე მუშაობს

New York Times-ის ცნობით, Google ავითარებს AI-ს, რომელსაც ახალი ამბების დაწერა შეუძლია. ზუსტად არ არის ნათელი, რით განსხვავდება ეს ტექნოლოგია უკვე არსებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებისგან, რომლებიც გამოიყენებოდა სტატიების გენერირებისთვის, ან მისი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის Google Bard-ისგან. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, Google-მა უკვე მიაწოდა თავისი ახალი AI ინსტრუმენტი ახალი ამბების ორგანიზაციებს, როგორიცაა Washington Post, News Corp და თავად New York Times.

ამჟამად შექმნილია სამუშაო სახელწოდებით Genesis. Google-ის ჟურნალისტ ბოტს, სავარაუდოდ, შეუძლია ახალი ამბების გენერირება, სადაც მოვლენების დეტალები იქნება აღწერილი. Times-ის ანონიმური წყაროების თანახმად, Genesis ჟურნალისტების პირადი ასისტენტის ფუნქციას ითავსებს.

ცხადია, არსებობს შიში და სავსებით შესაძლებელიცაა, რომ ჟურნალისტების ხელმძღვანელებმა ასეთი ტექნოლოგია ნაკლებად დაინახონ მათი თანამშრომლების ინსტრუმენტად და უფრო მეტად, მათ შემცვლელად აღიქვან.

არსებობს მღელვარება იმაზე, რომ AI-ს ახალი ამბების გაშუქებისთვის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დეზინფორმაციის გავრცელება. ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა და ჩატბოტებმა, როგორიცაა Google Bard, გვაჩვენა, რომ ისინი გაცილებით ნაკლებად არიან დახელოვნებულნი ფაქტების გადამოწმებაში, ვიდრე ცოცხალი ჟურნალისტები.

ამან უკვე დააყენა რამდენიმე AI სისტემა, როგორიცაა ChatGPT სამართლებრივი პრობლემის წინაშე. ჯორჯიის შტატის რადიოს წამყვანმა ChatGPT-ს ცილისწამებისთვის უჩივლა გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა ფედერალური სასამართლოს საქმის შესახებ არასწორი რეზიუმე მიაწოდა. რეზიუმეში არასწორად იყო ნათქვამი, თითქოს მან ითაღლითა, მოატყუა საკუთარი დამსაქმებელი და გაფლანგა მისი ფული. ამას გარდა, მაისის დასაწყისში, ადვოკატი, რომელიც ChatGPT-ს იურიდიული მასალების მოსამზადებლად იყენებდა, დააკავეს იმ შემთხვევების გამო, რომლებიც არ არსებობდა – როგორც ჩანს, ხელოვნურმა ინტელექტუალმა შეცდომაში შეიყვანა ის და მცდარი ინფორმაცია დააგენერირა.

Google უსათუოდ შეეცდება თავიდან აიცილოს მსგავსი გართულებები Genesis-ში, რადგან ფაქტობრივი შეცდომები განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელოვნური ინტელექტის სისტემაში, რომელიც ჟურნალისტიკისთვისაა შექმნილი.

აქვე აღვნიშნავთ, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს Google, ჟურნალისტური ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს გასაუბრებას რესპონდენტებთან, წყაროებთან, მოვლენების განცდას ან რაიმე საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადებას.

წყარო: mashable

როგორ გავზარდოთ ბრენდი მიკრო ინფლუენსერული მარკეტინგით

თიბისი ლიზინგის და Lion Auto Auction-ის სპეციალური პირობები ავტომობილის შეძენას გაგიმარტივებს