in

Google Journeys ძიების ძველი შედეგების განახლებაში დაგეხმარებათ

თუ Google-ში თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს ხშირად ეძებთ, დიდი ალბათობით, ერთ პრობლემას წააწყდებით. შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზისა თუ რეკლამის გამო, ის ინფორმაცია დაკარგოთ, რომელიც ადრე გქონდათ ნაპოვნი და საგულდაგულოდ ინახავდით…

სწორედ ამიტომ, Google Chrome Journeys ფუნქციას ამატებს და ძიების განახლების საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, თუ თქვენ ადრე შვებულების გასატარებლად ადგილებს ეძებდით, ახლა Journeys გამოყენებით, ძველ შედეგებს ნახავთ — გამოდის, იმავე საიტებსაც შეგიძლიათ ესტუმროთ, რომელშიც ადრე უკვე იყავით. 

ამ ეტაპზე ახალი ფუნქცია “ქრომის” იმ ბრაუზერებზე ვრცელდება, რომლებიც ინგლისურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, პორტუგალიურ, ესპანურ და თურქულ ენებს იყენებს.

მომხმარებლებისთვის Chrome Actions ფუნქციაც საკმაოდ კომფორტულია — ის საძიებო ზოლში კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სიტყვებით შესაბამის სივრცეში გადაგიყვანთ. ანდროიდის მომხმარებლებს კი საძიებო ველში როგორც ტექსტური, ისე ხმოვანი შეტყობინებებით ძებნა და ინკოგნიტო ფანჯრების გახსნა შეეძლებათ.

Destinus წყალბადზე მომუშავე ჰიპერბგერით სატვირთო ხომალდს ქმნის

NFT, რომელზეც 104 CryptoPunk პერსონაჟია თავმოყრილი 20-30$ მილიონად გაიყიდება