in

რა არის Google Keyword Planner და აქვს თუ არა მას ალტერნატივები

თუ პირველი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობთ SEO-ში, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. კარგია, თუ გამოიკვლევთ საკვანძო სიტყვების არსსა და მათი გამოყენების წესებს, თუნდაც ამ კვლევამ ცოტა მეტი დრო დაგახარჯინოთ. გახსოვდეთ, თუ Google-ის ძიების პირველ გვერდზე მოხვედრას გეგმავთ, საკვანძო სიტყვების გაგება აუცილებელია.

ამ სტატიაში წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოიყენოთ Google Keyword Planner. 

Google Keyword Planner (GKP) არის SEO ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია საკვანძო სიტყვების საპოვნელად. საკვანძო სიტყვების პოვნა საკმარისი ძიების მოცულობით საშუალებას აძლევს ვებსაიტს იყოს ინდექსირებული და რეიტინგული. მისი დახმარებით შესაძლებელია მეტი ტრაფიკის გენერირება, აპების პოპულარიზაცია და ფასიანი კამპანიების შექმნა.

Google Keyword Planner-ის მთავარი მიმზიდველობა არის ის, რომ ის შემუშავებულია თავად Google-ის მიერ. ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ საძიებო სისტემის სეგმენტში. რა თქმა უნდა, სხვა დამგეგმავებიც არსებობს, მაგრამ არა ისეთი სრულყოფილი, როგორც Keyword Planner. რაც უფრო მეტად შეისწავლით ამ ხელსაწყოს, მით უფრო მეტ ღირებულებას იპოვით.

როგორ გამოიყენოთ იგი?

ჯერ უნდა შექმნათ Google Ads ანგარიში. მაშინაც კი, თუ არ გეგმავთ რეკლამების შესწავლას Google-ში, თქვენ უნდა შექმნათ ანგარიში, რომ გამოიყენოთ Keyword Planner. AdWords-ის დაყენებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამის შემდეგ, თქვენ მზად ხართ დასაგეგმად. 

მას შემდეგ რაც დაადასტურებთ თქვენი ბიზნესის დეტალებს, იპოვეთ „ინსტრუმენტები და პარამეტრები“ Keyword Planner-ში. Discover new keywords ფუნქციით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ეძებს თქვენი პოტენციური აუდიტორია ან მომხმარებლები. ამის შემდეგ ორი არჩევანი გაქვთ: start with keywords’ ან ‘start with a website.’

ორგანული საკვანძო სიტყვების ძებნა

განყოფილებაში „შეიტანეთ პროდუქტები ან სერვისები, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული თქვენს ბიზნესთან“, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების შესაძლებლობები. ასევე, შეგიძლიათ შეცვალოთ ენა და მდებარეობა ან არ აირჩიოთ ბრენდის სახელები შედეგებში. ღილაკი „შეიყვანეთ დომენი ფილტრად გამოსაყენებლად”, თუ გინდათ, არ გამოიყენოთ, რათა არ შეიზღუდოთ შედეგებში.

იფიქრეთ ძირითად პროდუქტებზე ან სერვისებზე თქვენს ბიზნესთან დაკავშირებით. აქედან შეგიძლიათ ნახოთ, აქვთ თუ არა მათ მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

საკვანძო სიტყვების შედეგების ანალიზი

გაითვალისწინეთ, რომ აქ გამოჩნდება მრავალი შედეგი, რომელიც მომხმარებლის განზრახვას ითვალისწინებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების ვარიაციები მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

რაც უფრო კარგი ინტუიცია გაქვთ, მით უფრო სტრატეგიული იქნებით. თქვენ გეცოდინებათ, რომ უნდა შეუკვეთოთ მეტი კონკრეტული საქონელი ან ნახოთ, სად შეგიძლიათ გააფართოოთ თქვენი პროდუქტის შეთავაზებები.

SEO-ზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: მდებარეობა, ენა, საძიებო ქსელები და სასურველი თარიღ(ებ)ი. ადგილმდებარეობა მოიცავს იმ ლოკაციას, სადაც თქვენ სამიზნე აუდიტორიას ეძებთ. იგივე პრინციპით მუშაობს ენა. 

Ubersuggest

GKP-თან შედარებით, Ubersuggest რეკომენდებულია საკვანძო სიტყვების შედეგებისთვის, კონტენტის იდეების გენერირებისას. მას აქვს ფუნქციების ფართო სპექტრი, რომ იპოვოთ უფრო და უფრო მეტი იდეები. 

საკვანძო სიტყვები, რომლებსაც Ubersuggest გვთავაზობს, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი ვებსაიტებიდან აგროვებს, შემდეგ კი აკლასტერებს. მას აქვს ასევე ფუნქცია „საკვანძო სიტყვების ვიზუალიზაცია“. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, თუ როგორ ასახელებენ ადამიანები ნივთებს ძიების მიზნით და გადადიან სხვა ვარიანტებზე.

რომ შევადაროთ, ორივე ხელსაწყო კარგად გამოიყენება SEO ოპტიმიზაციისთვის. მთავარია, ორივეს ფუნქციებში კარგად გაერკვეთ. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ Google Keyword Planner ჯერ კიდევ უფასო პლატფორმაა. ის ფანტასტიკური ინსტრუმენტია და კიდევ უკეთესი ხდება მას მერე, რაც კარგად გაუგებთ მას და აითვისებთ.

Thomas The Tank Engine თავის პირველ აუტისტ პერსონაჟს წარმოგვიდგენს

Bybelo — ზაფრანის შემადგენლობის და მაროკოს კულტურით შთაგონებული სანთელი