in

“ჩემი საუკეთესო დღე” “Google”-ის საბავშვო კონკურსი

გუგლის კონკურსი

“Doodle 4 Google” – Google-ის  საბავშვო ნახატების კონკურსი დაიწყო. წელს მთავარი თემაა “ ჩემი საუკეთესო დღე”. გამარჯვებული  30 000 დოლარს, კოლეჯის სტიპენდიას და გრანტის სახით 50 000 დოლარს მიიღებს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 22 მარტამდე გაგრძელდება. 

პირველ ეტაპზე  შეირჩევა 250 ფინალისტი. საბოლოო გადაწყვეტილებას ისეთი ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიური მიიღებს როგორებიც არიან  : “Disney-ს ანიმატორი კრის სანდერსი, ამერიკული წამყვანი ტელეარხების (ABC, CBS) ჟურნალისტი ქეთრინ კოურიკი და მარიონეტების თეატრის დირექტორი და პროდუსერი ბრაიან ჰენსონი. გამარჯვებულს 22 მაისს დაასახელებენ, მეორე დღეს კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნახატი Google-ს მთავრ გვერდზე განთავსდება.

საბავშვო ნახატების ყოველწლიური კონკურსი “Doodle 4 Google “ პირველად 2008 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობა საბავშვო ბაღიდან 12 -ის ჩათვლით პატარებს  შეუძლიათ.

“ამ ქალს კალათბურთისთვის არ უყურებია” ნაიკის ახალი რეკლამა

ლიგ სტუდიო

“მოყვარულის დონეზე დაწყებული ბიზნესი“- LIG Studio