in

Google-ის კვანტური კომპიუტერი სუპერკომპიუტერზე „47 წლით“ სწრაფია!

პრაქტიკულ კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობა სულ წინ მიიწევს… ამჯერად კი გუგლის მკვლევრები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს. 

მაშინ, როცა ჩვენ ამ მოწყობილობებს კვანტურ კომპიუტერებს ვეძახით, ისინი უფრო მეტად პროტოტიპებს ჰგავს, თუ როგორი შეიძლება იყოს თავად კვანტური კომპიუტერი — ამჯერად ის ექსტრემალურ პირობებს მოითხოვს მუშაობისთვის და სტაბილურობის შენარჩუნება თუ შეცდომების გარეშე მუშაობა უჭირს. ამ ფაქტების მიუხედავადაც კი, ყველა დროისთვის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს გვთავაზობს. 

Google-ის უახლეს სისტემას მთლიანობაში 70 ოპერაციული ქუბიტი აქვს — ეს კლასიკური ბიტების კვანტური ეკვივალენტია, რომელსაც შეუძლია წარმოადგინოს 1 ან 0, ან ორივე ერთდროულად, რაც პოტენციურად საშუალებას მოგვცემს, კონკრეტული გამოთვლები წარმოუდგენელი სიჩქარით შევასრულოთ. ამისთვის გუნდმა კომპლექსური მიდგომა გამოიყენა, რასაც Random Circuit Sampling-ს უწოდებენ. ეს უკანასკნელი შემთხვევითობის პრინციპით გენერირებული კვანტური პროცესებიდან ნიმუშების აღებას გულისხმობს.

ეს კრიტიკული ქმედებების სიჩქარის მაქსიმუმს წარმოგვიდგენს, ამცირებს რისკებს, რომ გარე ხმაურმა გამოთვლებს ხელი შეუშალოს. შემდეგ კი ითვლიან, რამდენი ხანი დასჭირდებოდა არსებულ სუპერკომპიუტერებს მსგავსი გამოთვლების შესასრულებლად.

ის, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ, კლასიკური კვანტური გამოთვლების მიღმაა, — აცხადებენ მკვლევრები. 

მათივე თქმით, Frontier-ის სუპერკომპიუტერს, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, სულ მცირე 47 წელი დასჭირდებოდა იგივე ციფრებამდე მისასვლელად. Sycamore-ის კვანტურმა კომპიუტერმა ეს მხოლოდ წამებში მოახერხა.

მსგავსი რამ 2019 წელს 53 ქუბიტით იმ ჯგუფმაც გააკეთა, რომელშიც გუგლის ინჟინრებიც იყვნენ… ეს კი კვლავ აგრძელებს დებატებს იმის შესახებ, თუ რამდენად გამოსადეგი და პრაქტიკულია კონკრეტული სიმულაციები და რამდენად სამართლიანია სუპერკომპიუტერის შედეგები იმას შევადაროთ, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით… მიუხედავად ამისა, გუგლი თამამად ამტკიცებს თავის „კვანტურ მაგიას“ — კვანტური კომპიუტერების იდეა გაუმკლავდება ყველაფერს იმის მიღმაც, რასაც ყველაზე სწრაფი კლასიკური კომპიუტერები უმკლავდებიან. 

ახალი ექსპერიმენტები იმაზეც გვიყვება, თუ როგორ იქონიებს კვანტური ხმაური გავლენას მათი გაშვების პროცესებზე და ზოგიერთ შემთხვევაში როგორ მიგვიყვანს ახალ ფაზებამდე კვანტურ სისტემებში. აი, უკვე ამ ხმაურზე მუშაობა ქუბიტების მდგომარეობების სწორად ჩასაწერად უმნიშვნელოვანესია, რათა კვანტური კომპიუტერების შესაბამის ფუნქციონირებამდე მივიდეთ…

საინტერესო პოდკასტი | Bitcamp: პატარა პროგრამისტების სათამაშო მოედანი

Skoda Kodiaq SUV გამოცემა autoexpress-მა 2023 წლის ლიდერად დაასახელა