Google Lens შინაური ცხოველის ჯიშს ამოიცნობს. აპლიკაცია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, მონაცემებს ვიზუალური მასალის ანალიზით გვაწვდის. ასეთი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინ ძაღლის ან კატის ყიდვას აპირებს და ზუსტად არ იცის, რა ჯიშისაა ცხოველი.
როგორც კი Google Lens-ში თქვენი ძაღლის ან კატის ფოტო მოხვდება, Google-ში განთავსებულ სრულ ინფორმაციას მიიღებთ – გაიგებთ, რა ჯიშისაა ცხოველი, სად არის უმეტესად გავრცელებული, როგორი პირობები სჭრიდება და ა.შ. გარდა ამისა, აპლიკაციით შეგიძლიათ, თქვენი შინაური ცხოველის ფოტოები ჯიშის, ვიზუალის და ემოჯიების საშუალებით მოძებნოთ.
წყარო: www.mashable.com