2
May
2019

Google ადგილმდებარეობების ისტორიას ავტომატურად წაშლის

2 May 2019

Google ახალ ფუნქციას აანონსებს, რომლის მიხედვითაც, ადილმდებარეობების ისტორიის ავტომატური წაშლა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება Web-ისა და App აქტივობის ისტორიის წაშლაც. ამის შესახებ The Verge წერს. მონაცემების წაშლის რეჟიმის დაყენება თვითონ შეგიძლიათ, ამისათვის, უნდა აირჩიოთ რა პერიოდულობით გსურთ გასუფთავდეს თქვენი ისტორია. ამისათვის, Google 3-დან 18 თვემდე პერიოდს გთავაზობთ.

მსოფლიოს ყველაზე დიდი საძიებო სისტემა გასულ წელს სწორედ ამ მიმართულებით გახდა უნდობლობის ობიექტი. სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, რომ Google აგრძელებს მომხმარებლის „თვალთვალს“, მაშინაც კი, თუ მას ადგილმდებარეობის სერვისი არ აქვს ჩართული. გუშინ დაანონსებული განახლების მიხედვით, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს პარამეტრებში, Web and App Activity-ში და მონიშნოთ ისტორიის გასუფთავების სასურველი პერიოდი.

განხილვა