in

Google-მა მუსიკის გენერაციისთვის Lyria 3 Pro გამოუშვა

Google-ში ისევ სიახლეა – მან გამოუშვა Lyria 3 Pro – მუსიკის გენერაციის ახალი მოდელი, Lyria 3-ის გამოსვლიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ახალი მოდელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან სამ წუთამდე ხანგრძლივობის ტრეკები, მაშინ როცა Lyria 3 მხოლოდ 30-წამიან ტრეკებს სთავაზობდა.

კომპანიის ინფორმაციით, უფრო გრძელი ტრეკების შექმნის გარდა, Lyria 3 Pro უზრუნველყოფს უკეთეს შემოქმედებით კონტროლსა და პერსონალიზაციას. მომხმარებლებს შეუძლიათ მოთხოვნაში მიუთითონ მუსიკალური ნაწარმოების სხვადასხვა ნაწილი, მაგალითად: შესავალი, სტროფები, რეფრენები და ბრიჯები, რადგან მოდელი უკეთ აღიქვამს ტრეკის სტრუქტურას, ვიდრე მისი წინამორბედი.

მანამდე Gemini-ს აპლიკაციაში მუსიკის გენერაციის ფუნქცია Lyria 3-ის მეშვეობით დაემატა. Lyria 3 Pro-ც ხელმისაწვდომი ხდება Gemini-ში, თუმცა მასზე წვდომას მხოლოდ ფასიანი მომხმარებლები მიიღებენ. ასევე, კომპანია ამ მოდელს ამატებს ვიდეორედაქტირების აპში Google Vids და ProducerAI-ში გენერაციულ AI-ზე დაფუძნებულ მუსიკის წარმოების ინსტრუმენტში, რომელიც Google-მა გასულ თვეში შეიძინა. 

გარდა ამისა, Google მუსიკის გენერაციის შესაძლებლობას ამატებს სხვა ინსტრუმენტებში, როგორიცაა Vertex AI, Gemini API-სა და AI Studio-ში. ყველგან Lyria 3 Pro მოდელი გამოიყენება.

კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ მოდელის გასაწვრთნელად გამოყენებულია პარტნიორების მონაცემები და ასევე YouTube-ისა და Google-ის ის მონაცემები, რომელთა გამოყენებაც ნებადართული იყო. მათივე თქმით, მოდელი არ აკოპირებს კონკრეტულ არტისტს, თუმცა, თუ მომხმარებელი მოთხოვნაში მიუთითებს სასურველ მუსიკოსს, სისტემა მხოლოდ ზოგად შთაგონებას იღებს მისგან.

Lyria 3 და Lyria 3 Pro-ის მიერ შექმნილი ყველა ტრეკი აღინიშნება SynthID-ით, რაც მიუთითებს, რომ მუსიკა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ამის პარალელურად, Spotify-მ გამოუშვა ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც არტისტებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ მათ სახელზე გამოქვეყნებული სიმღერები, რათა თავიდან აიცილონ AI-ს მიერ შექმნილი მუსიკის არაკეთილსინდისიერი გამოყენება. ამავდროულად, Deezer-მა წარადგინა ინსტრუმენტები, რომლებიც სტრიმინგსერვისებს ეხმარება AI-გენერირებული მუსიკის ამოცნობაში.

ნახეთ Cannes Lions Georgia 2026-ის ყველა ნამუშევარი!

საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო