14
Jun
2019

Google, მომხმარებელს, ვიდეო თამაშის შექმნას უფასოდ ასწავლის

14 Jun 2019

veon
veon


Google-მა ახალი პლატფორმა Game Builder წარადგინა. ეს ერთგვარი ინსტრუქციაა მათთვის, ვისაც ვიდეო თამაშის შექმნა სურს. მომხმარებელი დაწერს სცენარს, შექმნის პერსონაჟებს და სპეციალური ბრძანებებით, ისე განავითარებს მოვლენებს, როგორც თავად გადაწყვეტს.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ვიდეო სახელმძღვანელო, როგორ უნდა შეიქმნას თამაში. გამოცემა The Verge-ს ინფორმაციით, Game Builder უფასო პლატფორმაა და ადაპტირებულია როგორც Windows, ისე macOS-ისთვის.

ვიდეო თამაში, რომლიც სხვებს ასწავლის, როგორ უნდა დააპროექტონ ვიდეო თამაში, Google-ის ექსპერიმენტული პროექტების ინკუბატორ Area 120-ში შექმნეს.

Game Builder-ს „ერთობლივი მოქმედების“ ფუნქციაც აქვს, ანუ რამდენიმე ადამიანს შეუძლია, ვიდეო თამაში ერთად შექმნას.

პლატფორმის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მსურველს, პროექტირების შესაძლებლობა მისცეს, თანაც ისე, რომ კოდირების ცოდნა ან რაიმე გამოცდილება არ დასჭირდეს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება აქვს, ინტერესის სფეროები გაიფართოოს და რაღაც ახალი სცადოს.

 

 

განხილვა