in

Google-მა კონფიდენციალურობის ახალი ინსტრუმენტი შექმნა

veon
veon

დღეისათვის ციფრული კონტენტი იმდენად სწრაფად და ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რომ ხშირად ადამიანები ვერც კი აკონტროლებენ, სად დაიდება მათი ფოტო/ვიდეო. ამ პრობლემის გადასაჭრელად, Google-მა ღია კოდის ინსტრუმენტი გამოუშვა, სახელწოდებით “Magritte” — ის ავტომატურად აბუნდოვანებს სურათების ან ვიდეოების ნაწილებს.

ეს ბუნდოვანი ეფექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ადამიანის სახეებზე, სანომრე ნიშნებზე და ტატუებზეც კი. გარდა ამისა, ის დეველოპერებსა და მკვლევრებს საშუალებას აძლევს, მონაცემები პიროვნების პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე გააანალიზონ.

Google-ის თქმით, ალგორითმს ნივთების ანონიმიზაცია მაღალი სიზუსტით შეუძლია, რაც მას ღირებულ რესურსად აქცევს ციფრული კონფიდენციალურობის სფეროში. ამ დრომდე არსებული ხელსაწყოები ნაკლებ ეფექტური იყო, მაგრამ Magritte დაბალი დამუშავების ძალას იყენებს სურათებსა და ვიდეოებში, რათა ობიექტები აღმოაჩინოს და მაშინვე გამოიყენოს გაბუნდოვანების ეფექტი.

ტექნიკური გიგანტი აღნიშნავს, რომ ინსტრუმენტი განსაკუთრებით სასარგებლოა ვიდეო ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც რესპონდენტის ანონიმიზაცია სჭირდებათ. გარდა ამისა, კომპანია კონფიდენციალურობის გაუმჯობესების სხვა ტექნოლოგიას (PET) ავითარებს, სახელწოდებით Fully Homomorphic Encryption Transpiler — ეს არის კოდი, რომელიც დეველოპერებს მონაცემების დაშიფვრის საშუალებას აძლევს, რათა პროგრამისტებმა მათთან მუშაობა რაიმე ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეძლონ.

„გავუფრთხილდეთ სახლს“ – გრინვეიმ და Movement-მა 2022 წელი ასე შეაჯამეს

პრივილეგირებული წვდომის მენეჯმენტი – რაში სჭირდება ის ბიზნესს?