Google Design-მა, ვებგვერდის სრულიად სახეცვლილი ვიზუალის ამოქმედებასთან ერთად, დიზაინის ფილმების მოკლე სერია გამოუშვა — სახელწოდებით Making Material You.
Material You გუგლის უახლესი დიზაინის ენაა, რომელიც კომპანიამ 2021 წელს გამოაქვეყნა. როგორც ამბობენ, ის კრეატიული მემკვიდრეა თავისი წინამორბედისა, რომელსაც Material Design-ის სახელით ვიცნობდით. სისტემა ეწინააღმდეგება მინიმალისტური ბარათების მსგავს ტროპებს, რომლებიც ტრადიციულად ასოცირდება ანდროიდთან, შეუსაბამო ფორმებითა და ფერებით. განახლება მობილურ მოწყობილობებზე ეს ითარგმნება, როგორც სრულად კონფიგურირებადი თემები — თითოეული მომხმარებლისთვის უნიკალური ვიზუალით.
ახლად გამოქვეყნებული ვიდეორგოლები კი ტექნიკური გიგანტის მიერ განვლილ ექსპერიმენტულ პროცესს იკვლევს. ამავდროულად, ვიდეოებში რამდენიმე ადრეულ კონცეფციასაც წავაწყდებით, რამაც დიზაინის სისტემის განვითარებას შეუწყო ხელი — მაგალითად, დაბლოკილ ეკრანზე გამოჩენილი საათის აიკონები, დიდი ზომის ღილაკები… ახლა კი, როგორც ჩანს, გუგლის ხედვა ასეთია: „დიზაინის ადაპტაციური, პირადი და ექსპრესიული მომავლის წარმოსახვისთვის“.
ერთ-ერთ ვიდეოში ნარატორი ფიქრობს: „ყველაფერი ზუსტად იდენტური უნდა იყოს? ყველა კარის სახელური ერთნაირი არ არის, მაგრამ ადამიანები მაინც ახერხებენ შემოსვლას და გასვლას… ანალოგიურად, საჭიროა, აპლიკაციები ზუსტად ერთნაირად გამოიყურებოდეს თუ მოულოდნელობებისთვის დავტოვოთ გარკვეული ადგილი?“
როგორც კომპანია განმარტავს, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გუნდმა დიდი, ინოვაციური და ყველასაგან განსხვავებული იდეებით დაიწყო „თამაში“. „შეგვიძლია, გაცილებით დიდები ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ. საკმარისი ძალა გვაქვს იმისთვის, რომ ტალღებს გავყვეთ, თითოეული იდეის ჩარჩოებსა და ფორმულებზე მორგება არ გვჭირდება. ეს არის იდეა Material You. ეს არის სტრუქტურა და არა ნაგულისხმევი დიზაინი“.











