in

Google Maps-ის განახლებები მძღოლებისთვის

Google Maps-ში სიახლეებია – ამიერიდან, iOS სისტემის მომხმარებლები გზებზე ავარიის, საცობისა თუ გადატვირთული მოძრაობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

ამ განახლებით, Google Maps კიდევ უფრო დაემსგავსა Waze, რომელიც „გუგლის“ GPS ნავიგაციის აპლიკაციაა და მძღოლებს საცობის ან გადატვირთული მოძრაობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ახლა უკვე ორივე, iOS და Android სისტემის მომხმარებლები შეძლებენ გაიგონ და ერთმანეთსაც აცნობონ, რომელ მონაკვეთზეა მაგალითად საგზაო სამუშაოები და შესაბამისად, შეფერხებული მოძრაობა, სად არის გადაკეტილი გზა, სად შეიძლება, მძღოლს, თუნდაც მცირე წინაღობა შეხვდეს და ა.შ. პრინციპში ეს ყველაფერი Waze-ის ფუნქციებში შედის და სწორედ ამიტომ იყენებდნენ ამ აპლიკაციასGoogle Maps-ის საშუალებით. ახლა კი პირდაპირ Google Maps-ით მიიღებენ ყველანაირ ინფორმაციას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით.

როდის თხოვდები? – Volkswagen-ის კამპანია

ცადამყვანა: “ჩემი მუსიკით შეგიძლიათ იფრინოთ იქ, სადაც მოგინდებათ” #თაობა