in

Google Maps-ს ახალი AI ხელსაწყოები ემატება

ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც თავიანთ მოგზაურობებს Google Maps-ის დახმარებით გეგმავენ, ახლა უკვე რამდენიმე დიდ ქალაქში მანქანით, ფეხითა თუ ველოსიპედით გადაადგილებისას AI პასუხებს მიიღებენ. უფრო კონკრეტულად, ახალი ფუნქცია არსებული სამეზობლოების, ღირსშესანიშნაობებისა და ბიზნესების 3D იმერსიულ ხედებს გააუმჯობესებს. მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სამოგზაურო მარშრუტებს უფრო ახლოდან გაეცნონ, რაც მოიცავს ველობილიკებს, მოსალოდნელი ტრაფიკისა და ამინდის 3D მიმოხილვას.

შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორია ველობილიკი ან ამინდი და თუ წვიმს, შეიძლება წასვლაც გადაიფიქროთ“, — განმარტავს კრის ფილიპსი, Google Geo-ს გენერალური მენეჯერი.

იმერსიული მარშრუტის დაგეგმვა ერთ-ერთია იმ რამდენიმე AI MAPS ფუნქციიდან, რომლებიც ამ კვირიდან ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, სან-ფრანცისკოსა და ლას ვეგასში გამოვა. ამასთან, სიახლეს Google Maps-ის საძიებო ველშიც უნდა მოელოდნენ — აპლიკაციას ატვირთული სურათების, ტექსტური შეფასებებისა თუ აღწერილობის საფუძველზე შესაბამისი სივრცეები შეუძლია, იპოვოს. 

მაგალითად, თუ საძიებო ველში ლამაზად მოხატულ ლატეს ჩაწერთ, ახლომდებარე ყავის მაღაზიებს გაჩვენებთ, რომლებიც სწორედ ამას გთავაზობთ. ეს თუ მეტად კონკრეტული მითითებაა, Maps უფრო ზოგადი ფრაზების გამოყენების საშუალებას გაძლევთ, იქნება ეს things to do თუ ისეთი კატეგორიები, როგორებიც რესტორნები, ხელოვნების გამოფენები ან ანიმეებია.

Search with Live View-ის ფუნქცია ახლა უკვე Lens in Maps-ის სახელით იქნება ცნობილი, კიდევ უფრო მეტ ქალაქში ამოქმედდება და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, კამერები შენობისკენ ან სხვა სივრცეებისკენ მიმართონ, რათა გაიგონ, რა დახვდებათ აქ, არის თუ არა მოსასვენებელი სივრცე, სველი წერტილები, ბანკომატები და სხვა გამოსადეგი ობიექტები.

ხოლო რამდენიმე ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც Google Maps-ს მანქანაში იყენებენ, უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ — მარშრუტის ირგვლივ არსებული შენობების დეტალური სურათები, მეტი ინფორმაცია გზაზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რათა ბოლო წამს მარშრუტის შეცვლა არ დარჩეს საჭირო და სხვა.

რაც შეეხება ელექტრო მანქანების მფლობელებს, მათ Google Maps დასამუხტი აპარატების შესახებ აცნობებს, იქნება ეს დამუხტვის სიჩქარე, შესაერთებლის ტიპი და ისიც კი, თუ როდის გამოიყენეს აპარატი ბოლოს, რათა იმ სადგურებზე მისვლას აარიდონ თავი, რომლებიც უკვე დაცლილია. თუმცა არც საწვავზე მომუშავე მანქანები დაუჩაგრავთ და მათაც მიაწვდიან ბენზინგასამართი სადგურების ლოკაციებს…

ახალი Kona „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმშია

რა ხდება, როდესაც ბიზნესგადაწყვეტილებებში ახალგაზრდა ლიდერები ერთვებიან