12
Feb
2019

Google Maps-ს „დასრულებული რეალობის“ ფუნქცია ემატება 

12 Feb 2019

Google მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. კომპანია Google Maps-ის მომსახურებაში „დასრულებული რეალობის“ რეჟიმს ამატებს.

გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ ამ ფუნქციით, Google Maps ადგენს მომხმარებლის ზუსტ ადგილსამყოფელს, რისთვისაც Google Street View-ს იყენებს და გამოსახულებას რუკაზე აჩვენებს. შემდეგ, ნიშნავს გარშემო მდებარე მნიშვნელოვან ობიექტებს ან „იუზერისთვის“ საინტერესო ადგილებს. ასევე, თითოეულ წერტილამდე მისასვლელ გზას.

ზუსტად როდის დაემატება Google Maps-ს ახალი რეჟიმი, ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე, „დასრულებული რეალობის“ ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ სპეციალისტებისთვის. როგორც კომპანიაში ამბობენ, ექსპერტები უკვე დეტალების დახვეწაზე მუშაობენ.

 

განხილვა