in

Google Maps მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტებს შესთავაზებს

veon
veon

როგორც წესი, Google Maps-ს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ან იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ ქალაქის უცნობ ნაწილში ვიკარგებით. თუმცა რა მოხდება, თუ მას იმის გასაგებადაც გამოვიყენებთ, რომელი მარშრუტია გარემოსთვის საუკეთესო?

ეს არის ზუსტად ის, რასაც ტექნოლოგიური გიგანტი გეგმავს — აპლიკაციის განახლება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ევროპის თითქმის 40 ქვეყანაში აირჩიონ მოგზაურობის მწვანე მარშრუტი.

Statista-ს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საგზაო ტრანსპორტი კონტინენტის დაბინძურების ყველაზე დიდი მიზეზია. ამ ახალი ფუნქციით კი შეძლებთ, არა მხოლოდ უსწრაფესი მარშრუტები აირჩიოთ, არამედ ისეთი გზებიც, რომლებიც საწვავის დაბალი მოხმარებისთვისაა ოპტიმიზებული. თავის მხრივ ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც თქვენ თანხას, ისე მანქანის გამონაბოლქვს — მაშინაც კი, თუ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.

ფუნქცია განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე ეკონომიურ მარშრუტს, კონკრეტული ავტომობილის ძრავის ტიპის მიხედვით. მაგალითად, დიზელის ძრავები უკეთესად მოქმედებს მაღალ სიჩქარეებზე, ვიდრე ბენზინის, ხოლო ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები უფრო შესაფერისია გადატვირთულ გზებზე.

ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ, საწვავის ეკონომია და დროის სხვაობა ორივე მარშრუტს შორის შეადარონ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ იმის შესახებ, თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო განრიგისა და ძრავის ტიპის მიხედვით.

Google-მა განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადაში ამოქმედების შემდეგ ფუნქციამ ნახევარ მილიონზე მეტი ტონა CO2-ის შემცირება უზრუნველყო, რაც გზიდან საწვავზე მომუშავე 100 000 ავტომობილის გაბათილების ტოლფასია.

ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია – ახალი, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისგან

როგორ ვებრძოლოთ „იმპოსტერის სინდრომს“ დისტანციური მუშაობისას?