in

Google Maps უკვე მარშრუტის ღირებულებასაც დათვლის

M2

Google Maps-ის ახალი ფუნქცია ითვლის იმ თანხის ოდენობას, რომლის გადახდაც მოცემული მარშრუტისთვის მოგიწევთ. კონკრეტული გადასახადი ადგილობრივი გადასახადების სისტემის სანდო ინფორმაციას ეფუძნება და  ღირებულების განსაზღვრისას ითვალისწინებს, დღის რა მონაკვეთია. 

მეტიც, იგი Android-ისა და iOS-ის აპლიკაციებში უკვე გამოჩნდა და თითქმის 2000 გზაზე არის ხელმისაწვდომი. თუმცა ამჯერად აშშ-ში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ინდოეთში. როგორც ამბობენ, ამ ჩამონათვალს მომავალში უფრო მეტი ქვეყანა დაემატება, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მოგცემთ, დიდი და პატარა მოგზაურობების დაგეგმვისას, მარშრუტის შედგენამდე, სავარაუდო ფასებიც შეამოწმოთ.

ლაბორატორიულად გაზრდილი ბრილიანტი — მოდის მომავალი?

20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტი მოიპოვა