in

როგორ გამოვიყენოთ Google Maps-ის ახალი ფუნქციები

veon
veon

თვის დასაწყისში, Google ამბობდა, რომ Google Maps-ის აპლიკაციას აახლებდა. ყველაფერი ლოგოს შეცვლით დაიწყო, თუმცა,  განახლება ეტაპობრივად აისახება Android-ისა და iOS-ის მომხმარებლების სმარტფონებზე. ახალი ფუნქციები კი აპლიკაციის გამოყენების ახალ გამოცდილებას გვთავაზობენ. დღეს ხუთ მათგანზე მოგიყვებით და ესენია – Explore, Go, Saved, Contribute და Updates. მათი ნაწილის გამოყენება აქამდეც შეგვეძლო, თუმცა მათ საპოვნელად მენიუში დიდხნიანი ძრომიალი დაგვჭირდებოდა. Google Maps-ის თქმით, დღეს უფრო მარტივია აპლიკაციის გამოყენებით იპოვთ საუკეთესო მარშრუტი, ნახოთ კონკრეტული ადგილის მომხმარებელთა შეფასებები, რეკომენდაციები, ახლომდებარე რესტორნები, ან მოინიშნოთ ადგილები, სადაც მოგზაურობა გსურთ.

Explore

Explore-ის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენს ადგილმდებარეობასთან ახლოს რესტორნები ვიპოვოთ, თუმცა ეს ამ განყოფილების ერთადერთი ფუნქცია როდია. მისი დახმარებით ნახავთ ინფორმაციას კონკრეტულ ობიექტში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ან საფირმო კერძების შესახებ. აქვეა მომხმარებლების მიერ ატვირთული ფოტოები და შეფასებები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.

Go

CNBC Tech: Google Maps update how-to 5

Go, იგივე Commute-ის დახმარებით ნახავთ ინფორმაციას, რა დრო დაგჭირდებათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. რა დრო სჭირდება სახლამდე, სამსახურამდე მისვლას, ან რა საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეგიძლიათ კონკრეტულ ადგილას მოხვდეთ. აპლიკაცია რეალურ დროში არსებულ ინფორმაციას გაჩვენებთ. მაგალითად, შეგატყობინებთ, თუ კონკრეტული ავტობუსი იგვიანებს. მარტში Google ამ განყოფილებისთვის ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს. მაგალითად, გაჩვენებთ, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები კონკრეტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფასების ფუნქციაც, მაგალითად იმის აღნიშვნა, ტრანსპორტში იყო სიცივე, თუ სიცხე.

Saved

Saved-ის ღილაკი გაძლევთ საშუალებას სწრაფად იპოვოთ ნებისმიმერი ადგილი, რომელიც ადრე ნახეთ და შეინახეთ. მით უფრო მნიშვნელოვანია ეს ფუნქცია, როცა სამოგზაუროდ ემზადებით და გამოცდილი მეგობრები გირჩევენ, კონკრეტულ ქალაქში რომელ ადგილებს ეწვიოთ. თქვენ შეგიძლიათ Google Maps-ზე მონიშნოთ სასურველი ადგილები, შეინახოთ და შემდეგ, როცა უკვე ამ ადგილებთან მოსახვედრად დირექტივები დაგჭირდებათ, გაააქტიუროთ.

Contribute

Contribute-ის დახმარებით შეგიძლიათ მარტივად დაუწეროთ შეფასებები ამა თუ იმ ობიექტს, რომელშიც ივახშმეთ, ან დარჩით. შესაბამისად, თქვენი აზრის გაზიარებით, თქვენ დაეხმარებით სხვა ადამიანებს, მომხმარებლის (ანუ თქვენს) გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ ადგილს ესტუმროს. აქვე შეგიძლიათ ფოტოებიც ატვირთოთ, იმისათვის, რომ ადგილზე ვიზუალური წარმოდგენებიც შექმნათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაასწოროთ რუკაც და თქვათ, რომ არასწორად იყო მითითებული კონკრეტული ადგილმდებარეობა.

Updates

Updates-ის ფუნქცია Explore-ის მსგავსია, თუმცა, აქ მეტად დახვეწილი კონტენტი გვხვდება, ახალი ამბების სახით. მაგალითად, აქ შეგიძლიათ ნახოთ, თუ იმართება გამოფენა, ან კონკრეტული კონცერტი, რაც დროებითი, ხშირად, ერთდღიანი ღონისძიებებია და შესაბამისად, ისინი მუდმივად ვერ შეგვხვდება რუკაზე. ამ ფუნქციის დახმარებით ნაპოვნ ღონისძიებაზე კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეფასებაც დაწეროთ.

„საქართველოს ბანკმა“ ახალი, ინოვაციური პროდუქტი წარადგინა

“Teliani Collection” – „თელიანი ველის“ ახალი პროექტი