7
Feb
2020

Google Maps-ის ახალი სიმბოლო და დამატებითი ფუნქციური შესაძლებლობები

7 Feb 2020

Google Maps-მა საკუთარი სიმბოლოს განახლება 15 წლის იუბილეს დაამთხვია და ამიერიდან, ის თეთრ ფონზე დატანილი, „გუგლის“ ტრადიციული ოთხი ფერით გაფორმებული ჭიკარტით იქნება წარმოდგენილი. ახალი სიმბოლო ახლა უფრო ახლოს იქნება Google-ის ბრენდინგთან და მის სხვა პროდუქტებთან ვიზუალურ კავშირსაც დაამყარებს.

Google Maps, დიდი ხანია, ნავიგაციის აპლიკაციიდან ახალი ადგილების აღმოჩენის პლატფორმადაც იქცა. ამიტომ, მისი სიმბოლოს განახლებას, სხვა ფუნქციების დამატებაც მოჰყვა. ისეთის, რომელმაც ჩვენი მოგზაურობა კიდევ უფრო უნდა გაამარტივოს.

„გუგლ მეფსის“ ახალი ვერსია როგორც Android-ის, ისე iOS ოპერაციული სისტემებისთვის განახლდა. უფრო კონკრეტულად, მასში 5 ახალი ტაბი ინტეგრირდა, რომელმაც განსხვავებულ ინფორმაციებზე სწრაფად წვდომის შესაძლებლობა უნდა მოგვცეს.

Explore Tab: ახლომდებარე ადგილების – რესტორნების, ცოცხალი მუსიკისა და სხვა გასართობი ადგილების აღმოჩენას გვთავაზობს. გარდა ამისა, შეგვიძლია, Googls Maps-ის მიერ მხარდაჭერილი 200 მილიონი ადგილის რეიტინგები ვნახოთ.

Commute TAB: ჩვენი ყოველდღიური ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის – საცობებზე, მგზავრობის დროებსა და ალტერნატიულ მარშრუტებზე.

რაც შეეხება Saved Tab-ს, აქ Google Maps-ის მიერ, ყველა ის ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც, დაახლოებით, 6.5 მილიარდ ადგილს მოიაზრებს.

და ბოლოს, Contribute და Update ტაბები: პირველი თუ გვეხმარება, მარტივად გავაზიაროთ სპეციფიკური ცოდნა კონკრეტული ადგილების შესახებ, Updates ტაბი Google Maps-ის ტრენდული ინფორმაციებით მომარაგებას მოიაზრებს, ადგილობრივი ექსპერტებისა და გამომცემლების დახმარებით.

„გუგლ მეფსში“ სხვა სიახლეებიც დაგვხვდება, მაგალითად, Public transit შესაძლებლობას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ, რომელი და რამდენი ტრანსპორტით გადაადგილება მოგვიწევს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და ისეთ დეტალებზე გვექნება ინფორმაცია, როგორიცაა: ტემპერატურა, უსაფრთხოება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.

ასევე, Live View ფუნქციით კიდევ უფრო ზუსტად გვეცოდინება, როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც მივდივართ ან გვინდა, რომ მოვხვდეთ.

განხილვა