in

Google Maps მომხმარებლებს ბიზნესებთან კონტაქტის საშუალებას მისცემს

Google-ის განცხადებით, მალე Google Maps-ს ახალი ფუნქცია დაემატება – მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, სერვისით სარგებლობისას იურთიერთონ ბიზნესებთან.

BOG
BOG

კერძოდ, რუკაზე აღნიშნულ კომპანიებთან/რესტორნებთან თუ სხვა ტიპის ბიზნესს მისწერონ და მიიღონ სასურველი ინფორმაცია. შეტყობინების გაგზავნის ღილაკი რუკას მარცხენა მხარეს დაემატება. ბიზნესებს, რომელთაც სურთ ამ სერვისში ჩაერთონ და მომხმარებლებთან კონტაქტი შესაძლებელი გახადონ, უნდა გამოიყენონ Google-ის ვერიფიკაციის სისტემა “My Business”. Google-ის განცხადებით, აღნიშნული სერვისი საკმაოდ დაეხმარება მცირე ბიზნესებს.

საჩუქრის ძალა! – John Lewis-ის საახალწლო ვიდეორგოლი

„დისნეის“ დამბო ბრუნდება