in

Google Maps პერსონალურ ინფორმაციაზე მეტ კონტროლს მოგცემთ

veon
veon

სწორედ ამიტომ, Google Maps-ის სანავიგაციო აპლიკაცია კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებული აქტივობების წაშლას უკვე შესაძლებელს ხდის და ლოკაციის კონტროლზე წვდომას პირდაპირ აპლიკაციის ლურჯი წერტილიდან ამარტივებს. 

კომპანიის თქმით, მომხმარებლები თავიანთი ბოლოდროინდელი აქტივობების ნახვას, რომლებიც კონკრეტულ ადგილებს უკავშირდება, მალე შეძლებენ. ასე კი მარტივად წაშლიან თავიანთი ძიების ისტორიას, ადგილებს, რომლებსაც ესტუმრნენ და ა. შ. ზუსტად იმ ლურჯი წერტილით, რომელიც გაჩვენებთ, თუ სად იმყოფებით Google Maps-ის რუკაზე, თქვენ ლოკაციის კონტროლზე წვდომასაც შეძლებთ. როგორც კი დააკლიკებთ, ნახავთ Location History-ის ან Timeline-ს, ფუნქციას, რომელიც ბოლო დროს რომ ესტუმრეთ, ზუსტად იმ ადგილების გახსენებაში დაგეხმარებათ…

თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ინფორმაციები სრულად ან მისი ნაწილი ნებისმიერ დროს ან არ მისცეთ წვდომის უფლება პარამეტრებიდან. თუ ახალ ტელეფონს ყიდულობთ და დარდობთ არსებულის დაკარგვაზე, ყოველთვის შეგეძლებათ მონაცემების ღრუბელზე გადატანა, რითაც აღარც დაიკარგება. ჩვენ ავტომატურად დავშიფრავთ მას ისე, რომ ვერავინ შეძლოს მისი წაკითხვა, Google-ის ჩათვლით, — განმარტავს მარლო მაკგრიფი, Google Map-ის პროდუქტების ხელმძღვანელი.

ამას ისიც ემატება, რომ როცა Location History-ის ჩართავთ, ავტომატური წაშლის კონტროლი 3 თვით ამოქმედდება, რაც ადრე 18 თვემდე იყო შესაძლებელი. ეს ცვლილებები კი Android-სა და iOS-ს მომდევნო წლიდან ეტაპობრივად დაემატება, რასაც მომხმარებლებს შეტყობინების სახით აცნობებენ.

Luminar Neo ფოტოების „ერთი კლიკით“ რედაქტირებას გთავაზობთ

დაიწყე წელი ახალი ინვესტიციით – საახალწლო შეთავაზებები ალიანსისგან